ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთიანი ყარაბაღი - თურქეთის როლი სამშვიდობო მისიაში


”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები მთიან ყარაბაღში არ გაიგზავნება. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გარკვევითაა ნათქვამი" - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას, რუსული მედია ავრცელებს.

სერგეი ლავროვის თქმით, თურქი დამკვირვებლების სადამკვირვებლო პერიმეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება, ყარაბაღიდან მოშორებით. კონკრეტულ გეოგრაფიულ კოორდინატებზე შეთანხმება დამატებით უნდა მოხდეს.

დოკუმენტში, რომელსაც რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი, კონფლიქტის ზონაში მხოლოდ რუსი მშვიდობისმყოფელების კონტიგენტის განთავსებაზეა საუბარი.

მაგრამ, ბაქოსა და ანკარაში, სამშვიდობო მისიაში, თურქეთის მონაწილეობაზე საუბრობენ.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიაში თურქეთის მონაწილეობის საკითზე აზრთა სხვადასხვაობაა. მისი თქმით, მოსკოვს მიაჩნია, რომ მთიან ყარაბაღში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა მონიტორინგის ცენტრით შემოიფარგლება, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება განლაგებული.

დღეს პესკოვმა განმარტა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთის სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებისთვის საჭიროა როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის თანხმობა.

ამასთან, ცნობილია ლავორვის განცხადებას იმის შესახებ, რომ თურქ სამხედროებს, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლა არ შეეძლებათ.

ოფიციალური ანკარა პირდაპირ არ ამბობს, რომ მისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღში განთავსდებიან, მაგრამ აცხადებს, რომ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში მისი და რუსეთის როლი თანაბარი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG