ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის მილოცვა, ამერიკელ დიპლომატს აკვირვებს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ულოცავდეს შეთანხმებას, რომელიც კავკასიაში კიდევ ერთხელ რუსულ ოკუპაციას ამყარებს და დასავლეთს ბლოკავს?“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მილოცვას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს "ტრაგიკული ომის დასრულება" მიულოცა. პრეზიდენტმა მილოცვის ტექსტი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობა და სტაბილურობა უალტერნატივოა. თანამშრომლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ომის დასრულების შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება რუსეთის შუამდგომლობით იქნა მოლაპარაკებული. ამ დღეებში, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან სამხედრო გამარჯვებას მიაღწია, როცა ქალაქი შუშა დაიკავა, რომელიც მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრთან, სტეფანაკერტთან ახლოს მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG