ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი დაპირიპისრების დასრულებაზე შეთანხმდნენ, ერევანში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ


სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ომის დასრულების შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება რუსეთის შუამდგომლობით იქნა მოლაპარაკებული. ამ დღეებში აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან სამხედრო გამარჯვებას მიაღწია, როცა ქალაქი შუშა დაიკავა, რომელიც მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრთან, სტეფანაკერტთან ახლოს მდებარეობს.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მან „რთული გადაწვეტილება მიიღო“. აღნიშნულის განცხადების შემდეგ, ერევანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, დემონსტრანტები მთავრობის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შესვლას შეეცადნენ. უცნობია თუ სად იმყოფება თავად პრემიერი ფაშინიანი.

„მე ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის“, - თქვა მან. „მე ეს გადაწვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის და მცოდნე ადამიანების შეფასებებზე დაყრდნობით მივიღე“, - თქვა მან და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას. მისი თქმით, ეს „არსებული სიტუაციის საუკეთესო გადაწვეტაა“.

ვრცელდება ასევე მოლაპარაკებული შეთანხმების ტექსტიც. ტექსტის მიხედვით, სომხეთმა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის გარშემო რეგიონები უნდა გადასცეს.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის კორიდორს და საკონტაქტო ხაზზე მხარეებს შორის რუსეთის მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი განთავსდება ხუთწლიანი ვადით, რომელიც ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ ხუთი წლით, თუ მხარეები საწინააღმდეგოს არ მოითხოვენ. რუსული კონტიგენტი უკვე გაემგზავრა მთიანი ყარაბაღისკენ.

შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს აღდამის რეგიონი და გაზახის რეგიონში დაკავებული ტერიტორია 20 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს, ქელბაჯარის რეგიონი 15 ნოემბრამდე და ლაჩინის რეგიონი კი 1 დეკემბრამდე. თუმცა, ლაჩინის კორიდორი შენარჩუნდება (5 კილომეტრი სიგანით), რაც გავრცელებული განცხადების მიხედვით „უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან“. შეთანხმებაში საუბარი არ არის თურქეთზე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეძლებათ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დაბრუნება, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მეშვეობით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG