ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი ბაქოს და ერევანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მთიან ყარაბაღში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

თურქეთი კი თავის მხრივ, ალიანსს სთხოვს სომხეთს რეგიონიდან საკუთარი ჯარები გააყვანინოს. მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანი და საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. რეგიონი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული და ის ოფიციალური ბაქოს დე ფაქტო კონტროლს მიღმაა.


სტოლტენბერგმა დღეს თურქეთში ვიზიტის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან საუბრისას თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად სამხედრო გზა არ არსებობს. მან კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთის როლსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ იმედს იტოვებს, რომ ანკარა საკუთარ მნიშვნელოვან ზეგავლენას გამოიყენებს იმისთვის, რომ დაძაბული სიტუაცია განმუხტოს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ ალიანსი „შეშფოთებულია საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო. ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და გამონახოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზა. ველოდები, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან ზეგავლენას დაძაბული სიტუაციის დასაწყნარებლად გამოიყენებს.“

ჩავუშოღლუმ კი განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი საკუთარი მიწისთვის იბრძვის, ის ცდილობს საკუთარი მიწა ტერორისტებისა და ოკუპანტებისგან უკან დაიბრუნოს. იურიდიულად და მორალურად, ამ მხრივ ყველამ აზერბაიჯანს უნდა დაუჭიროს მხარი.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG