ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადლიერების დღე ამერიკაში


შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს, მილიონობით ამერიკული ოჯახი სადღესასწაულო სუფრასთან იკრიბება და მადლიერებას გამოხატავს მეგობრების, ახლობლების, ოჯახის ან თანამემამულეების მიმართაც.

სადღესასწაულო სუფრის მთავარი ტრადიციული ატრიბუტი ინდაურია. 75 წლის წინ, მადლიერების დღეზე, კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დღემდე გრძელდება - შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ინდაურის „შეწყალება“.

წელს, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი მე-80 დაბადების დღიდან მეორე დღეს, ჩრდილოეთ კაროლინის ფერმაში გამოზრდილი ორი ინდაური, „შოკოლადი“ და „ჩიპი“ „შეიწყალა“. ცერემონიის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ეს დღესასწაული სწორედ, რომ რთულ დროს ერთად დგომის შესახებაა.

სადღესასწაულო ოჯახური სადილების დროს პოლიტიკაზეც მსჯელობენ და ეს ხშირად მწვავე კამათში გადადის, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ასახავს.

ზოგიერთი კამათობს იმაზე, თუ ვის უნდა დაბრალდეს, რომ გასული წლის მადლიერების დღესთან შედარებით, სადღესასწაულო სადილი და მგზავრობა უფრო გაძვირებულია.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და ამერიკული ფერმების ბიუროს ფედერაციის თანახმად, ინფლაციის და ინდაურების სიმცირის ერთობლიობის შედეგად, რაც „ავიან ინფლუენზას“ აფეთქებამ გამოიწვია, ნოემბერში ამ ფრინველის ფასი 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ზოგიერთ სავაჭრო ქსელში მომხმარებელს ინდაურის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ყიდვა შეუძლია, რათა ის ყველას ეყოს.

სურსათზე და საავტომობილო საწვავზე ასევე გაზრდილი ფასების მიუხედავად, ამერიკელები ტრადიციას არ ღალატობენ, ოჯახები ერთად იკრიბებიან და მადლიერების დღე ქვეყანაში ერთ-ერთ ნათელ დღესასწაულად რჩება.

XS
SM
MD
LG