ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეჩორის ლავრის საიდუმლო


პეჩორის ლავრა
პეჩორის ლავრა

კიევში, ცნობილი მრავალსაუკუნოვანი სამონასტრო კომპლექსისა და სხვა რელიგიური ადგილების გამოძიებამ აჩვენა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ეჭვი ზოგიერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიმართ, რომ ისინი რუსეთისადმი ლოიალურად რჩებიან, მიუხედავად ქვეყანაში მოსკოვის ცხრათვიანი ომისა.

უშიშროების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ პეჩორის ლავრის მონასტრის ჩხრეკა უჩვეულო იყო, მაგრამ ეს არაა იზოლირებული ინციდენტი.

უკრაინის კონტრდაზვერვისა და კონტრტერორისტულმა სამსახურმა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა აგენტებმა გაჩხრიკეს 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა, მათ შორის - სხვა მონასტრები და საეპარქიოებიც.

უშიშროების სამსახურმა, რომელიც ცნობილია თავისი უკრაინული ინიციალებით SBU, კიდევ ერთი ეპარქიის ექისკოპოსი დაადანაშაულა პრომოსკოვურ საქმიანობაში ეკლესიის ჩხრეკისა და მასალების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც სავარაუდოდ ამართლებდნენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

SBU-მ განაცხადა, რომ ეს ძალისხმევა არის უკრაინაში მისი „სისტემური მუშაობის ნაწილი რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ“.

მართლმადიდებელი ქრისტიანები უკრაინაში ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფს შეადგენენ. 2018 წელს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიები გაერთიანდნენ და ავტოკეფალია გამოაცხადეს. მოსკოვის პატრიაქრატის ზოგიერთი ყოფილი სუბიექტი, ამ გაერთიანებას შეუერთდა, თუმცა სხვა მის გარეთ დარჩნენ. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია ცნო.

თუმცა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატის დანაყოფი დარჩა მოსკოვის პატრიარქისადმი ერთგული და იზიარებდა კრემლის მიდგომებს ე.წ. „რუსული სამყაროს“ შესახებ. ეკლესიის ამ ფრთამ დამოკიდებლობა მხოლოდ, ამ წლის მაისში გამოაცხადეს.

ტერმინი "რუსული სამყარო" ასახავს მოსკოვს, როგორც საერთო, მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურის მფარველს და დამცველს მთელ რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში.

ეჭვები

ბევრმა უკრაინელმა მართლმადიდებელმა მღველთმთავარმა დაგმო რუსეთის შეჭრა ქვეყანაში. თუმცა, გამოძიება ამბობს, რომ ხელისუფლება ეჭვობს, არის ადგილები, მათ შორის - პეჩორის ლავრა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც პატივს სცემენ, როგორც რეგიონში მართლმადიდებლური რწმენის აკვანს - რომლებიც პრორუსული განწყობებისა და აქტივობის ბუდეა.

უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყისში, ზოგიერთი სასულიერო პირის საქმე გამოიძია, მაგრამ ამ დრომდე დიდწილად თავს იკავებდა საჯარო ქმედებებისგან, ამბობს არქიმანდრიტი კირილ ჰოვორუნი, სტოკჰოლმის საუნივერსიტეტო კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკუმენიზმის პროფესორი.

თუმცა ახლა უკვე, უფრო მეტი უკრაინელი ფიქრობს, რომ ეკლესიის წევრები „კანონის წინაშე ისეთივე თანასწორნი უნდა იყვნენ, როგორც ყველა“, თქვა ჰოვორუნმა, წარმოშობით უკრაინელმა მართლმადიდებელმა მღვდელმა.

"უკრაინის ეკლესიის ზოგიერთი მთავარი მიტროპოლიტი... ცნობილი იყო "რუსული სამყაროს" იდეოლოგიის საჯაროდ მხარდაჭერით," - თქვა მან. "ეს არ არის საიდუმლო."

SBU-მ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამ კვირის ოპერაციებში 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სიღრმისეული "კონტრდაზვერვის ინტერვიუები, მათ შორის - პოლიგრაფის გამოყენებით". მათ შორის იყვნენ რამდენიმე რუსი და სხვა უცხოელი მღვდლები.

სამსახურმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა "პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლებისას, მათ შორის "რუსული სამყაროს" პროპაგანდისთვის".

რუსეთში კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უკრაინის ხელისუფლება "რუს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ომის წარმოებაში" დაადანაშაულა.

რუსეთის "გამოღვიძება".

SBU-ს ოპერაცია მოჰყვა პეჩორის ლავრაში12 ნოემბერს გამართულ წირვას, სადაც უკრაინელი მართლმადიდებელი მღვდელი ტელეფონით გადაიღეს, რომელიც საუბრობდა რუსეთის "გამოღვიძებაზე" და იმღერეს სიმღერები, რომლებიც ადიდებდნენ "რუსულ სამყაროს".

„მათ, ვინც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ელოდება „დედა რუსეთის გამოღვიძებას“, უნდა გაიგონ, რომ ეს ზიანს აყენებს უკრაინის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ჩვენ არ დავუშვებთ ამის მანიფესტაციას“, - განაცხადა SBU-ს ლიდერმა, ვასილ მალიუკმა.

ცალკე, SBU-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ დასავლეთ უკრაინის ტულჩინისა და ბრატსლავის ეპარქიის მიტროპოლიტის, ჯონათანის "დივერსიული მოქმედებები", გამოავლინა.

სამსახური ამტკიცებს, რომ ის ეკლესიაში ინახავდა ბეჭდურ მასალებს, რომლებიც ამართლებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას და გეგმავდა მათ გავრცელებას. მასში ნათქვამია, რომ მასალაში მოწოდებულია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ჩვენი ქვეყნის საზღვრების შეცვლა".

მიტროპოლიტმა ჯონათანმა უარყო ბრალდებები და თქვა, რომ ეს "სიმართლე არაა".

SBU-მ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თქვა, რომ კანონიერ პროცედურებს იცავს. მასში ნათქვამია, რომ იგი „იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ და პატივს სცემს ყოველი მოქალაქის უფლებას სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლებაზე“.

მოსკოვის პატრიარქმა კირილემ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, უკრაინაში ომი გაამართლა, როგორც "მეტაფიზიკური ბრძოლის" ნაწილი, და თქვა რომ რუსეთი მოქმედებს უკრაინის დასაცავად დასავლეთის ლიბერალური იდეებისგან და გეი-პრაიდის აღლუმებისგან.

ორი ეკლესია

მართალია, უკრაინის მოსკოვის საპარტრიარქოს ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა მოსკოვისგან, ომის დაწყების სამი თვი თავზე, მაგრამ მისი ურთიერთობა მოსკოვთან მაინც ბუნდოვანია.

"მისი სტატუსი ახლა გაურკვეველია", - ამბობს ჯონ ბერგესი, ავტორი წიგნისა "წმინდა რუსეთი: მართლმადიდებლობის აღორძინება ახალ რუსეთში" და პიტსბურგის სასულიერო სემინარიის პროფესორი.

"ამ ეკლესიაში არის გარკვეული განხეთქილება", - თქვა მან. ზოგი მღვდელი და სხვა ლიდერი „ძალიან ხმამაღლა არიან მოსკოვის მომხრეები". მაგრამ სხვა ეპარქიებში მღვდლები აღარ ახსენებენ კირილს სახელს საჯარო ლოცვებში.

პეჩორის ლავრა, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება და მოიცავს გამოქვაბულების ლაბირინთს, წმინდანთა სამარხებს და ბაროკოს ეკლესიებს, უკრაინისთვის მგრძნობიარე საკითხია.

"ამერიკული პლურალიზმის თვალსაზრისით, თქვენ იტყოდით: "მართლა? თქვენ დაარბიეთ ეკლესია, რადგან ვიღაცამ სიმღერა იმღერა?" - თქვა ბერგესმა. "მაგრამ ეს ომის დროა. დიდია ბრაზი რუსეთის მიმართ და ბრაზი ყველაფერზე, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული“, - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG