ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პროკურატურამ 4 რელიგიური ჯგუფი "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ოთხი ევანგელისტური ჯგუფი ლატვიიდან და უკრაინიდან "არასასურველი" ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. პროკუტატურის განმარტებით, ისინი ქვეყნის უსაფრთხოებასა და კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს.

"გენერალური პროკურორის ოფისში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოცხადდეს არასასურველად: "ახალი თაობის საერთაშორისო ქრისტიანული მოძრაობა" (ლატვია), "ახალი თაობის ევანგელისტურ-ქრისტიანული ეკლესია" (ლატვია), "ევანგელისტ-ქრისტიანების ახალი თაობის სულიერი დირექტორატი" (უკრაინა) და "ახალი თაობის სულიერი განათლების საერთაშორისო ბიბლიური კოლეჯი" (უკრაინა), - ვკუთხულობთ პროკურატურის 23 აგვისტოს განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებით თითოეული ამ ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთში დაუყოვნებლივ იკრძალება. ბოლო თვეებში "არასასრუველად" რუსეთში ათობით სხვა უცხოური ორგანიზაციაც გამოცხადდა. კანონი, რომელიც ორგანიზაციების ამგვარი კლასიფიკაციის საშუალებას იძლევა, 2015 წლის მაისში იყო მიღებული და მას შემდეგ კრემლის მხრიდან ევროპული თუ ამერიკული დაფინანსების მქონე არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროვების ერთ-ერთი მექანიზმია. წელს, ივნისში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ასევე კანონპროექტს, რომელიც ამ კანონის მასშტაბებს აფართოებს და ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის კრიმინალიზებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG