ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთი ჩვენ ვერ გაგვტეხს" - ზელენსკი


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 9 თვის თავზე, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მტერმა ვერ მოახერხა გზის პოვნა, "ჩვენ გავეტეხეთ და ამას ვერც იპოვის". 24 ნოემბერს გავრცელებულ ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინის ძალები, "საკვანძო ხაზებს" ყველა მიმართულებით ინარჩუნებს.

მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთ ადგილზე წინსვლაა დაგეგმილი, თუმცა ეს ადგილები არ დაუსახელებია.

ომის ცხრა თვიანი ნიშნული იმ დროს დაემთხვა, როდესაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, თითქმის მთელი უკრაინა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

„ერთად გავუძელით ცხრა თვიან სრულმასშტაბიან ომს და რუსეთმა ვერ იპოვა რაიმე გზა, ჩვენს გასატეხად და ამას ვერც იპოვის,“ - თქვა ზელენსკიმ.

მან თქვა, რომ რუსული ძალები მძიმედ ბომბავდნენ ქალაქ ხერსონს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ამ თვის დასაწყისში მიატოვეს. ის იყო ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი, რომელიც რუსებმა სრულმასშტაბიანი შეჭრისას დაპყრეს.

ზელენსკის თქმით, „თითქმის ყოველ საათში“ შემოდის ცნობები, ქალაქზე ახალი რუსული საჰაერო თავდასხმების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, 24 ნოემბერს, იქ შვიდი ადამიანი დაიღუპა და 21 დაიჭრა.

„ასეთი ტერორი მაშინვე დაიწყო, რაც რუსულ არმიას ხერსონის რეგიონიდან გაქცევა აიძულეს. ეს დამარცხებულების შურისძიებაა,“ - თქვა ზელენსკიმ. „მათ ბრძოლა არ იციან. ერთადერთი, რაც მათ ახლა შეუძლიათ, ტერორიზმია. იქნება ეს ენერგო ტერორი, ან არტილერია, ან სარაკეტო ტერორი - სულ ეს არის, სადამდეც ამჟამინდელი ლიდერების მმართველობის პირობებში, რუსეთის დეგრადირება მოხდა.“

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული ჯარი „ყველა მიმართულებით საკვანძო ნიშანსვეტებს ინარჩუნებს... და არის მიმართულებები, სადაც წინ წასაწევად ვემზადებით.“

მისივე თქმით, რუსული მხარე ზოგიერთ ტერიტორიაზე დამატებითი ძალების გადაყვანას ახდენს.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსებმა ხერსონის ოკუპირებულ სკადოვსკის რაიონში „დივერსიის საწინააღმდეგო და პოლიციური ზომები“ გააძლიერეს. რუსული ჯარი ასევე ხერსონის, კრივი რიჰის და კრივორიჟკის რაიონში განლაგებული მოწინავე დანაყოფების საფორტიფიკაციო აღჭურვილობას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას აძლიერებდა.

გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთი იერიშისთვის მთავარი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის და ავდიივკის რაიონში ახდენდა.

 ხერსონი - რუსეთის დიდი მარცხი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:15 0:00
XS
SM
MD
LG