ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ ჯარს დიდი ალბათობით რესურსი ეწურება 


უკრაინაში რუსული ომის მეორე ფაზის ბოლოს, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა ეწურება თუ არა რუსეთს გარკვეული სამხედრო რესურსები. მთავარი აქცენტი რაკეტებზე კეთდება, ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ რუსულ ჯარს მიწისზედა რაკეტების მარაგი ამოეწურა.

ანალიტიკოსებში ეს მოსაზრებები რუსული ჯარის ქმედებებმა გამოიწვია, რომლებიც სახმელეთო წერტილების დაბომბვისთვის საზენიტო რაკეტებს იყენებენ.

უკრაინის სამხრეთ ოპერატიული სარდლობის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებზე მასიური სარაკეტო იერიში ეს300-ი ტიპის საზენიტო რაკეტებით მიიტანეს. კიევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი ანალიტიკოსებითვის აღმოჩნდა ინდიკატორი, თქვან, რომ რუსეთს მარაგებში გარკვეული პრობლემები აქვთ.

"ეს300“-ების ამ ფორმით გამოყენება, შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთს ეწურება მიწისზედა რაკეტების რაოდენობა, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს საჭირო ნაწილების დეფიციტს ან სულაც

ომის კვლევების ინსტიტუტის" ინფორმაციის თანახმად, რუსული ჯარის მიზანია,  უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკივი აიღოს.

საკომუნიკაციო სისტემებს,“- წერს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ საკუთარ ანგარიშში.

ანალიტიკოსების თქმით, საზენიტო რაკეტების გამოყენება, სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მისატანად არაეფექტურია.

„საზენიტო რაკეტების ამგვარად გამოყენება არაეფექტურია, რადგან ასეთი რაკეტები ატარებენ მცირე დატვირთვას და ოპტიმიზირებულია ფრენისას მყიფე თვითმფრინავების განადგურებისთვის და არა სახმელეთო სამიზნეებისთვის,“- წერს ანგარიშში „ომის კვლევების ინსტიტუტი“

ვითარება ფრონტის ხაზზე

ამ დროისთვის რუსული ჯარის მთავარი სამიზნე კვლავ აღმოსავლეთ უკრაინული ქალაქებია. ანალიტიკოსების ინფორმაციით რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ერთი დაქვემდებარებული და სამი დამხმარე ძალა ჰყავს განლაგებული.

ძირითადი ძალით რუსეთი ცდილობს უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევას იზუმს, დონეცკსა და ლუჰანსკის ოლქებს შორის. პირველი მხარდამჭერი რაზმის მთავარი სამიზნე ქალაქი ხარკივია. "ომის კვლევების ინსტიტუტის" ინფორმაციის თანახმად, რუსული ჯარის მიზანია, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკივი აიღოს. რაც შეეხება. მორე რაზმის მისია სამხრეთის ღერძია, სადაც ხდება მობილიზება და ძალების გენერირება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსები კონცენტრირებული არიან იზიუმ-სლავიანსკის გზატკეცილის გასწვრივ რათა უზრუნველყონ სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები დონეცკის ოლქის გავლით.

რას ნიშნავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00

იბომბება ბარვინკოვი, ხარკივი, სივერსკი. რუსული ჯარი მობილიზებას განაგრძობს ბილოჰორივკასრაიონში, საიდანაც ანალიტიკოსების შეფასებით ლუჰანსკის ოლქის საზღვრის კონტროლს გაზრდიან. მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება, მათ შორის: ჰრიჰორივკა, სივერსკი, ვარხმოკამიანსკე, სერებრიანკა, ჰილოჰორივკა, პერეიზნე, ვიიმკა და ივანო-დარივკასი.

ინსტიტუტის სპეციალისტები რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს დეტალურად სწავლობენ, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ომის მეორე ფაზაში ერთგვარი „პაუზაა“ გამოცხადებული, რაც ანალიტიკოსებისთვის მიანიშნებს, რომ რუსული ჯარი ძალებს იღდგენს და სამხედროებისა და ტექნიკის გადაჯგუფებას ახდენს.

ანალიტიკოსების თქმით ასეთი პაუზა, არ ნიშნავს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ის ახალი იერიშების მოსამზადებლად გამოიყენება.

კლინტ რეჩი „რანდის“ ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინაში რუსული ომის „ტრაექტორიის განსაზღვრა ან პროგნოზირება რთულია“ თუმცა ანალიტიკოსი რომელიც უკვე წლებია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებსა და სტრატეგიაზე მუშაობს ამბობს, რომ ამ ეტაპზე ომში გამარჯვებას ცალსახად ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს.

„ამჟამინდელი საბრძოლო ვითარებით, ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს გადამწყვეტ სამხედრო გამარჯვებას,“- ამბობს რეჩი და ამატებს, რომ თუ რუსეთმა დონბასის რეგიონზე კონტროლი მოიპოვა, ეს კრემლისთვის გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.

„მაშინაც კი თუ რუსეთის მიაღწევს ტავის მიზნებს, რათა უზრუნველყოს გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, კრემლს არ ეყოლება მთავრობა კიევში, რომელიც მხარს დაუჭერს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. დედაქალაქის კონტროლის გარეშე კი რუსეთს არ შეუძლია, საიმედოდ სტრატეგიული ნაბიჯები და ცვლილებები მოახდინოს“- ამბობს ანალიტიკოსი კლინტ რეჩი.

ანალიტიკოსს უჭირს საუბარი თუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსული ომი უკრაინაში, თუმცა ამბობს, რომ „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი უკრაინაში კომპრომისული სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდეს“.

ზეწოლა რუს სამხედრო ბლოგერებზე

ერთგვარი პაუზის დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლმა სამხედრო ბლოგერებზე ზეწოლა გაზარდა. მიზეზი შესაძლოა ჩეჩნეთის ომის დროს რუსი სამხედრო მეთაურების ნეგატიური გამოცდილება იყოს, როცა

ამჟამინდელი საბრძოლო ვითარებით, ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს გადმწყვეტ სამხედრო გამარჯვებას,“
ამბობს ანალიტიკოსი კლინტ რეჩი

ბლოგერებმა ფრონტის ხაზზე რუსული ჯარის მიერ დაშვებული შეცდომები გამოავლინეს, რასაც მაშინ დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა.

„ომის კვლევების ინსტიტუტის“ ანგარიშის თანახმად სამხედრო ბლოგერების „გაჩუმებას“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცდილობენ. მათი მიზანია, შეწყდეს არაკონტროლირებადი ინფორმაციების გავრცელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაშვებული შეცდომებისა და მარცხის გამჟღავნება ფართო საზოგადოებაში.

„ომის კვლევების ინსტიტუტის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლი ბლოგერებს მოუწოდებს უკრაინაში რუსული ომის გაშუქება მხოლოდ იდეოლოგიური პოზიციიდან მოხდეს. ბლოგერთა ნაწილი პუტინის მთავრობის ქმედებებს ცენზურად აფასებს.

სიტუაცია ფრონტის ხაზზე და შავ ზღვაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:17:40 0:00

ცენზურის მცდელობამდე რუს სამხედრო ბლოგერებს, ივნისში, ვლადიმირ პუტინი შეხვდა. შეხვედრის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. ერთი მოსაზრებით პუტინი თავად შეეცადა ბლოგერებისგან უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება აერიდებინა თავიდან, მეორე ვერსიით კი მან ბლოგერებისგან მიიღო ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ.

ბოლოს რუსი სამხედრო ბლოგერების ყურადღების ცენტრში ამერიკული HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემები მოექცა. რომელიც ვაშინგტონმა კიევს გაუგზავნა. რუსი ბლოგერები ამბობენ, რომ ახალი ტიპის ამერიკული საარტილერიო იარაღი რუსული ჯარისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ბლოგერი „ვოენიი ისვადომიტელმა“ ტელეგრამის ჯგუფით გაავრცელა ინფორმაცია და მოუწოდა, რუსულ ჯარს გააუმჯობესონ კოორდინაცია, დაზვერვასა და ავიაციას შორის.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით დონეცკზე კონტროლის მოპოვების შემდეგ შეეცდება მთელი ფოკუსი ლუჰანსკის რეგიონზე გადაიტანოს. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ლუჰანსკის აღებას მოახერხებს, რუსული ჯარის მეორე ფაზის მთავარი მიზანი შესრულდება, რაც დონბასის რეგიონის ოკუპაციას გულისხმობს.

კიევში ამბობენ, რომ ძალების აღდგენას და დასავლური იარაღის მობილიზებას ახდენენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევას დაიწყებენ. უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაცია უახლოეს პერიოდში მოხდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG