ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანულით ჩაანაცველბს


საბერძნეთი და ბულგარეთი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რუსეთის გაზზე, ევროპის დამოკიდებულების დასრულებას ხელს შეუწყობს. პარასკევს, ორი ქვეყნის ლიდერებმა, მილსადენის მშენებლობის დასრულება ერთად აღნიშნეს.

რუბლში ანგარიშსწორებაზე უარის გამო, რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“, 27 აპრილს, ევროკავშირის წევრ ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ბულგარეთი, წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, რომლის 90%-ზე მეტი, რუსული იყო.

„ეს ინტერკონექტორი, რეგიონის ენერგეტიკულ რუკას გარდაქმნის“ - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა, კირილ პეტკოვმა მილსადენის შესახებ, რომლის მშენებლობის საფასურიც, 226 მილიონი ამერიკული დოლარია.

მილსადენი, „Interconnector Greece-Bulgaria“ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კომოტინიდან, ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორამდე გაატარებს და აზერბაიჯანული გაზის სხვა მილსადენს დაუკავშირდება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა თქვა, რომ „ენერგეტიკული ხიდის“ დასრულება „მნიშვნელოვანი მომენტია ბალკანეთისთვის და მთლიანად ევროპისთვის“, რადგან ის დაეხმარება ევროპას, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში.

"ბულგარეთი აღწევს რეალურ დივერსიფიკაციას და დაიწყებს აზერბაიჯანული გაზის მიღებას, მომდევნო რამდენიმე კვირაში", - თქვა პეტკოვმა და დასძინა, რომ მილსადენს სჭირდებოდა გარკვეული პროგრამული შემოწმება და ნებართვები, ვიდრე აზერბაიჯანიდან გაზის გადინება დაიწყება.

XS
SM
MD
LG