ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი აბორტზე წვდომის დასაცავად აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ხელს მოაწერს აღმარულებელ ბრძანებას, რათა აბორტსა და კონტრაცეფტზე ქალთა ხელმისაწვდომობას დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს

გასულ თვეში, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა „რო, უედის“ სახელით ცნობილ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აბორტის ლეგალიზებას ითვალისწინებდა. უზენაესი სასამართლოს მიერ, კონსტიტუციურ დონეზე, ქალების რეპროდუქციული უფლებების დაახლოებით 50 წლიანი დაცვის გაუქმების შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი მხარდამჭერების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი მიმართავს ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტს, მიიღონ ზომები, რათა დაიცვან და გააფართოვონ ხელმისაწვდომობა საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ „მედიკამენტურ აბორტზე“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე გაატარებს ზომებს იმისთვის, რომ პაციენტებმა, რომლებიც აბორტის გაკეთებას ცდილობენ, იურიდიული კონსულტაცია მიიღონ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აღმასრულებელი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტი ხელს დღეს მოაწერს, ასევე მიზნად ისახავს პაციენტების კონფიდენციალურობის დაცვას და შტატების საზღვრებზე, აბორტის მობილური კლინიკების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ადმინისტრაციის რეაგირებას, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაზე.

XS
SM
MD
LG