ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ყოფილი პრემირ-მინისტრი მოკლეს


პოლიციის ოფიცრები, შინზო აბეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს აკავებენ.

შინზო აბე, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართავდა, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა. აბეს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს ესროლეს. ქვეყანისთვის, სადაც იარაღი მკაცრად კონტროლდება, პოლიტიკური ძალლადობა კი ძლიერ იშვიათია, მომხდარი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

შინზო აბეს მკვლელობის ადგილზე, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
შინზო აბეს მკვლელობის ადგილზე, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლი - „ჩვენ შოკირებული და დამწუხრებული ვართ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის გამო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ცნობებს, ჩვენი ფიქრები მოს ოჯახთან და იაპონელ ხალხთანაა“ - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა.

67 წლის აბეს, თავდამსხმელმა ცეცხლი ზურგიდან, ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელნაკეთი იარაღიდან გაუხსნა. თავდასხმის დროს, ყოფილი-პრემიერ-მინისტრი ამომრჩეველს მიმართავდა.

აბე ექიმების მცდელობის მიუხედავად, თავდასხმიდან დაახლოებით ხუთი საათისა და 30 წუთის შემდეგ, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულისა და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

პოლიციამ, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 41 წლის მამაკაცი დააკავა. პოლიციასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ყოფილი-პრემიერ მინისტრით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მისი მოკვლა სურდა. სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულმა ასევე აღიარა, რომ წარსულში რამდენიმე ასაფათქებელი და ცეცხლსასროლი იარაღი თავად დაამზადა.

სამართალდამცავებმა, თავდასხმაში ეჭვმითანილი, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა, ადგილზევე დააკავეს.
სამართალდამცავებმა, თავდასხმაში ეჭვმითანილი, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა, ადგილზევე დააკავეს.

„ეს თავდასხმა აბსოლუტურად მიუტევებელი სასტიკი აქტია, რომელიც არჩევნების დროს მოხდა, რაც ჩვენი დემოკრატიის საფუძველია“ - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშადამ.

ეს არის იაპონიის მოქმედი, ან ყოფილი პოლიტიკური ლიდერის პირველი მკვლელობა, 1936 წლის შემდეგ, როდესაც გადატრიალების მცდელობის მიმდინარეობისას, რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა, მათ შორის ორი ყოფილი პრემიერი მოკლეს.

XS
SM
MD
LG