ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუნძულ ზმეინიზე უკრაინის დროშა აღმართეს


უკრაინელმა ჯარისკაცებმა, კუნძულ ზმეინიზე ეროვნული დროშა აღმართეს, 7 ივლისი, 2022.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, კუნძულ ზმეინიზე ეროვნული დროშა აღმართეს, 7 ივლისი, 2022.

უკრაინულმა ძალებმა, კუნძულ ზმეინიზე ეროვნული დროშა აღმართა. კუნძული ზმეინი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასაწყისში, უკრაინული სიმამაცისა და თავდაუზოგავი ბრძოლის სიბლოდ იქცა. რუსულმა ძალებმა, კუნძული გასულ კვირებში დატოვა, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში მიღწევებს აძლიერებს.

დროშის აღმართვის ცერემონიას, მოსკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მალევე რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა, კუნძულზე დარტყმა განახორციელა და უკრაინული რაზმის ნაწილი გაანადგურა.

მცირე ზომის კუნძული, რომელიც ოდესის პორტიდან 140 კილომეტრში მდებარეობს, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რუსეთმა კუნძული ივნისის დასასრულს დატოვა და განაცხადა, რომ ეს კეთილი ნების ნიშნად გააკეთა. კიევი კი ამტკიცებს, რომ კუნძულზე მაშინ განთავსებულ რუსულ ძალებზე იერიში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით მიიტანა, რის გამოც ოკუპანტები იძულებულნი გახდნენ კუნძული დაეტოვებინათ.

დროშის აღმართვის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსი, ანდრეი იერმაკი აცხადებს, რომ ეს არის მომენტი, რომელიც მომდევნო თვეებში, მთელს უკრაინაში განმეორდება.

„უკრაინის დროშა კუნძულ ზმეინიზეა. უკრაინის ქალაქებიდან, რომლებიც ახლა დროებითი ოკუპაციის ქვეშაა, მომავალში კიდევ ბევრ ასეთ ვიდეოკადრებს ვიხილავთ“ - აცხადებს იერმაკი.

სერხი ბრაჩუკი, ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ, კუნძულის ნავსადგურს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

XS
SM
MD
LG