ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ომი უკრაინაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში მთავარი თემაა


მიმდინარე კვირაში, ამერიკის სახელწმიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება ბალიზე, ინდონეზიაში. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა კი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი იქნება.

ბლინკენი მინისტერიალზე დასასწრებად ოთხშაბათს გაემგზავრა, სადაც ის ასევე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივ შეხვედრაშიც.

ამერიკისა და ჩინეთის მთავარი დიპლომატების შეხვედრის განსახილველ თემებს შორის იქნება შესაძლო თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და მიანმარში არსებული სიტუაციის ირგვლივ.

რაც შეეხება თავად სამიტს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის დიდი ოცეულის წევრი ქვეყანა, დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაინც მიწვეულია დიდი ოცეულის ქვეყნების მინისტერიალზე. ეს მიწვევა განპირობებულია, არა მხოლოდ ომით, არამედ იმითაც, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კულება ამბობს, რომ უკრაინის პოზიციები უკვე გააცნო ჯოზეფ ბორელს.

"ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ საჭიროა ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და ამაზე ვმუშაობთ",- წერია კულებას “ტვიტში.”

XS
SM
MD
LG