ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სლენგის სკოლები წარმატებით ვითარდება


ამერიკული ქუჩის სასაუბრო ენის შესასწავლად ამერიკაში უცხოლები სპეციალურად ჩამოდიან

ვიენა ბიჩი კალიფორნიაში - ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი გარუჯვის და გართობის მიზნით ჩამოდის. თუმცა ჰუსეინ ალ შაჰ რისთვის და მისი თანა-კლასელებისთვის, სანაპიროზე ყოფნა სასწავლო გარემოს ტოლფასია.

ჰუსეინ ალ შაჰ რი: მე მაქვს დავალება რომ ხალხს გავესაუბრო.

პედაგოგებად მათთვის უცნობი ადამიანები არიან, რომელთაც ახალგაზრდები პლაჟზე ხვდებიან.


ჰუსეინ ალ შაჰ რი : ჯემ? მეორე შემთხვევაში ეს სიტყვა წინადადებაში გულისხმობს, გაერთო მუსიკით.

ალ შაჰ რი საუდის არაბეთიდან არის. ის „ამერიკული ქუჩის ენის“ და ამერიკული სლენგის გაკვეთილებს ესწრება. დადის ქუჩაში და ადამიანებს ესაუბრება.
დისკუსია, რომელიც საკლასო ოთახში იმართება, ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ მოსწავლეებმა ამერიკული ინგლისური უკეთ შეისწავლონ.

ჰუსეინ ალ შაჰ რი: სალაპარაკო ინგლისურში სლენგის გამოყენება კომუნიკაციის და ხალხთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა.

ეს კულტურასთან დაახლოვებასაც ნიშნავს.
'
ენის შესწავლა ამერიკული მედია საშუალებებიდანაც შეიძლება.

რაინ ფინეგენი „იუ-სი-ელ-ეის“ ამერიკული ენის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი: ამერიკული ფილმები და მუსიკა გლობალურად გავრცელებული კულტურაა. ადამიანებს ესმით სიტყვები რომელსაც იქ ხმარობენ, ესმით როგორ ხშირად გამოიყენება. ხედავენ, თუ ზოგჯერ ადამიანებს როგორ ეცინებათ ამ ენაზე, და სურთ გაიგონ, რატომ აქვთ მათ ასეთი რეაქცია.

„ქუჩის სალაპარაკო ენის“ ინსტრუქტორი რაიან ფინეგენი ენის შესწავლის მიზნით სტუდენტებს ხშირად სატელევიზიო შოუების ეპიზოდებს სთავაზობს.
ჟანგ ჟიუ ჰუა ამბობს, რომ ინგლისური რომელიც მან თავის ქვეყანაში ჩინეთში შეისწავლა ძალიან განსხვავებულია ამერიკული ინგლისურისგან.

ჟანგ ჟიუ ჰუა: ჩემი ინგლისური სასაუბრო სტილი უფრო აკადემიური, ფორმალური და ცოტა მოუქნელი იყო. არ მსურს რომ ეს ასე დარჩეს.

ჟანგი ამბობს, რომ ამერიკულ სლენგს და იდიომებს ის ჩვეულებრივ ცხოვრებაში უფრო ხშირად ხმარობს და იუმორისტული ფრაზების გამოყენების საშუალებასაც აძლევს. სლენგის მეშვეობით ის ქვეყნის ჩვევებსაც ეცნობა.

ჟანგ ჟიუ ჰუა: არის ასეთი სლენგი რომელიც მე ძალიან მიყვარს: „მომაკვდინებლად თვალის მომჭრელი“. მახსოვს ჩინეთში, როდესაც პატარა ვიყავი მშობლები მეუბნებოდნენ, ნუ იქნები ასეთი შეუბრალებლად ლამაზი. ეს ძალიან უხერხული და ცოტა ულამაზო მიმართვაა. და ახლა როდესაც მე თვითონ ვამბობ, „ მომაკვდინებლად თვალის მომჭრელი“ , მე ცნობისმოყვარეობა მკლავს ვიცოდე, შემიძლია ამ გამოთქმის გამოყენება თუ არა. ნამდვილად მომწონს ეს შესიტყვება.

რაიან ფინეგენი ამბობს, რომ სლენგის შესწავლას თავისი სირთულეებიც აქვს.
რაიან ფინეგენი: სლენგი ძალიან დინამიური და რეგიონალური მოვლენაა. სლენგი რომელიც სულ ცოტა ერთი წლის წინ გამოიყენებოდა, ახლანდელისგან უკვე ბევრად განსხვავებულია.

ჯუდი ტანკა ამერიკული ენის განვითარების ცენტრში კალიფორნიის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამას უძღვება. ის ამბობს, რომ სლენგის და იდიომების განვითარების კვალდაკვალ სასწავლო პროგრამების დახვეწა აუცილებელია.

ჯუდი ტანკა: ბევრი სასწავლო პროგრამა, რომელიც ამერიკული ენის განვითარების ცენტრში არსებობს მალე ძველდება. საკმაოდ ძვირი ჯდება ხშირი პერიოდულობით განახლებული წიგნების დაბეჭდვა. ამის გამო ონ-ლაინ სასწავლო პროგრამები უფრო პოპულარული გახდა.

ამერიკული სლენგის სწავლის გამოცდილებით, ჟანგ ჟიუ ჰუა ჩინეთში დაბრუნებას გეგმავს და ის რაც ამერიკაში ისწავლა თავის საქმიანობაში გამოიყენებს. ჰუსეინ ალ შაჰ რი კი ამერიკაში განათლების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამერიკული ცხოვრების სტილთან ადაპტირებას აპირებს.
XS
SM
MD
LG