ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწვანე ბარათის გათამაშება შესაძლოა შეწყდეს


კონგრესმა ორპარტიული საიმიგრაციო რეფორმის კანონი უნდა დაამტკიცოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ყოველწლიური პოპულარული მწვანე ბარათის ლატარია შესაძლოა გაუქმდეს, თუ კონგრესი ორპარტიულ საიმიგრაციო კანონს საბოლოო პროექტს დაამტკიცებს.

მწვანე ბარათის გათამაშება საშუალებას აძლევდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს "ამერიკული ოცნება" აეხდინათ და შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლება მიეღოთ. თუმცა ახალი კანონის მიზანია, ამერიკაში რაც შეიძლება მეტი მეცნიერი, მათემატიკოსი და ინჟინერი ჩამოვიდეს.

რაფიკ ულ ისლამი შეერთებულ შტატებში მწვანე ბარათის ლატარიის მოგების შემდეგ ჩამოვიდა. მას არაფერი ებადა, თუმცა ამერიკული ოცნების ახდენის იმედი ჰქონდა:

“მინდოდა ცხოვრება შემეცვალა და ლატარია ვითამაშე. ბედმა გამიღიმა, ოცნება ამიხდა და ჩამოვედი. ახლა ჩემს ოჯახს მატერიალურად ვეხმარები.”

მწვანე ბარათის ლატარიის იდეა სენატორ ედვარდ კენედის ეკუთვნის და იგი შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თამაშდება. ლატარიის პირობების მიხედვით, გათამაშებაში მონაწილეობას ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები იღებენ. მოგებულს უფლება ენიჭება ამერიკის შეერთებულ შტატებში იცხოვროს და იმუშავოს. ყოველწლიურად მწვანე ბარათს 50 ათასი ადამიანი იგებს. თუმცა ეს მცირე ნაწილია 1 მილიონ მწვანე ბარათთან შედარებით, რომელსაც ამერიკა ყოველწლიურად გასცემს.

ულ ისლამის მსგავსად, მწვანე ბარათ მოგებულები პირადი ინფორმაციის შემოწმებას გადიან. იმისთვის, რომ საიმიგრაციო სტატუსის კვალიფიკაცია მიენიჭოთ, მოგებულებს საშუალო სკოლის განათლება ან სამუშაო გამოცდილება მაინც უნდა ქონდეთ.საიმიგრაციო ადვოკატი რაჯივ ხანას აზრით, მწვანე ბარათი ამერიკული ფასეულობების სიმბოლოცაა:
“ამერიკის შეერთებული შტატები დალოცვილი ქვეყანაა და ამავე დროს დაწყევლილიც იმის გამო, რომ უნივერსალური მსოფლმხედველობა აქვს.ჩვენ გამორჩეული ერი ვართ, მსოფლიოს საზოგადების ღირსეულ მოქალაქეებს წარმოვადგენთ ”

მიუხედავად ამისა, კონგრესის მიერ წამოყენებული საიმიგრაციო რეფორმის მიხედვით,მწვანე ბარათის ლატარია შესაძლოა მაინც გაუქმდეს.ამის ნაცვლად შეერთებულ შტატებში ცხოვრების პერსპექტივა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხვორებ პროფესიონალებს მიეცემათ.ბუშან ფარექი საინჟინრო ტექნოლოგიის და მათემატიკის დარგში სამეცნიერი ხარისხს ფლობს. ფარექს შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლება ამერიკული კომპანიის სპონსორობის საშუალებით მიეცა.

“ინდოეთში ინჟინრად ვმუშაობდი, ბაკალვრის ხარისხის დიპლომი მაქვს და გამოცდილებაც იქ შევიძინე, ინტერვიუს დროს ამერიკულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ მენეჯერის თვისებები მქონდა დასამუშაოდ ამიყვანა."

კონგრესის ზოგიერთ წევრს მწვანე ბარათის ლატარიის გაუქმება არ სურს, რადგან მათი აზრით, ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს შანსი უნდა მიეცეთ, რათა ამერიკაში იცხოვრონ. თუმცა რაჯივ ხანას აზრით, დღესდღეობით მსოფლიოში სამართლიანობა პრიორიტეტი აღარ არის:

“საიმიგრაციო სისტემაშჲ ჩვენ სხვა გამოწევევები დავსახეთ. იმიგრანტების მიმართ მთავარი შეკითხვაა - რა შეგიძლიათ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთოთ?"

ხანას თქმით, ვიდრე ამერიკული ბიზნესკომპანიები პროფესიული ვიზების გაცემას ლობირებენ, განვითარებადი ქვეყნების ღარიბ მოქალაქეებს სპონსორების შოვნა უძნელდებათ.
XS
SM
MD
LG