ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში გასულ წელს მილიონმა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა


ეს მონაცემები აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა

გასულ წელს თითქმის მილიონი ადამინი გახდა ამერიკის მოქალაქე და მილიონზე მეტმა აიღო მწვანე ბარათი. ეს მონაცემები აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

მონაცემებში ასახულია "მწვანე ბარათის" და მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობა, რომელიც რამდენიმე წელია თითქმის უცვლელია, მხოლოდ მცირედი ზრდა აღინიშნება მიღებული მოქალაქეობის რაოდენობაში. კერძოდ კი 2012 ნატურალიზაციის პროცესი გაიარა 757 434-მა ადამიანმა, 2011-ში ეს რიცხვი 694 193 იყო. პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მოქალაქეობა გასულ წელს მიიღეს ძირითადად მექსიკელებმა, ფილიპინელებმა, ინდოელებმა, დომენიკელებმა და ჩინელებმა.
XS
SM
MD
LG