ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ათასობით მასწავლებელმა სამსახური დაკარგა


კალიფორნიაში ათასობით მასწავლებელმა სამსახური დაკარგა

ამ შეტყობინების კალიფორნიის ყველა მასწავლებელს ეშინია. ვერონიკა პელეგრინმა ის ფოსტით მიიღო.

წერილით იგებ, რომ შენი სამსახური აღარავის სჭირდება. ამას ყველაზე ცოტა საოცარი იმედგაცრუება და მძიმე დარდი ახლავს თან“.

ვერონიკასთან ერთად სამსახურიდან დათხოვნის ცნობა მარიპოზა ნაბის სკოლაში თანამშრომელთა 60-მა პროცენტმა მიიღო. - რა უნდა გვექნა, ამბობს სკოლის დირექტორი -სალვადორ როდრიგესი. სკოლამ მუშაობა უნდა გააგრძელოს და არსებული რესურსიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

მწირი ბიუჯეტის პირობებში დირექტორმა მოახერხა, რომ კლასებს კომპიუტერები ჰქონოდათ და ბავშვებს არაფერი დატყობოდათ. შარშან სკოლაში 1 მასწავლებელზე საშუალოდ 20 სტუდენტი მოდიოდა. წელს ეს რიცხვი 30-მდე გაიზრდება. დიდი კლასი ნიშნავს, რომ თითოეულ სტუდენტს ნაკლები ინდივიდუალური ყურადღება შეხვდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ სკოლებში, სადაც იმიგრანტი მოსახლეობა სჭარბობს და ინგლისური ბავშვებისთვის მშობლიური ენა არ არის. ბატონი როდრიგესის თქმით, წაგებული ისევ და ისევ სკოლის მოსწავლეა.

ლოს ანჟელესის რეგიონის განათლების განყოფილების უფროსი, ჯონ დეიზი, შეერთებულ შტატებში ზომით მეორე სასკოლო უბანს ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მათ თანამშრომელთა თითქმის 12 პროცენტი დაითხოვეს. აქედან ნახევარი მასწავლებელია.

კრიზისმა განუზომელი ზარალი მიაყენა ბიუჯეტს. ჩვენი სუბსიდირება მნიშვნელოვნად შემცირდა“.

ჯონ როჯერსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი განათლების დარგში აღნიშნავს, რომ კრიზისი ამერიკის კონტინენტის თითქმის ყველა სასკოლო უბანს შეეხო. მათი მონაცემებით ამ გაზაფხულზე 160 000-მდე მასწავლებელი დაკარგავს სამუშაოს. პროფესორი როჯერსის თქმით კალიფორნიაში მდგომარეობა საერთო ფედერალურ სიტუაციაზე ბევრად უარესია, რადგან აქ განათლების დარგში დეფიციტი ჯერ კიდევ კრიზისის დაწყებამდე არსებობდა.

თითოეულ კალიფორნიელ სტუდენტზე სახელმწიფო სხვა შტატებთან შედარებით ბევრად ნაკლებ თანხას ხარჯავდა. თუმცა ამის მიუხედავად შტატის ბიუჯეტის 40 პროცენტი თითქმის ყოველთვის ზოგად სასკოლო განათლების სისტემაზე იხარჯებოდა.

ლოს ანჟელესის მასწავლებელთა პროფკავშირის პრეზიდენტის - ეიჯეი დაფის - თქმით, ეკონომიკის მერყეობა საზოგადოებრივი სკოლის ბიუჯეტზე პირდაპირ აისახება.

ბოლო სამი წლის მანძილზე ჩვენ 20 მილიარდის ოდენობის სუბსიდირება დავკარგეთ“.

დეიზი კიდევ უფრო მეტ დეფიციტს ელის. „უკვე შევამცირეთ ბიბლიოთეკართა და ექთანთა შტატი. თუკი სიტუაცია არ გაუმჯობესდება, სკოლების დახურვა და კონსოლიდაცია მოგვიწევს“, ამბობს ის.

კალიფორნიის სკოლების უმრავლესობამ სასწავლო დღეები შეამცირა. ბიუჯეტის საყოველთაო დეფიციტის პირობებში ამ გამოცდილების გაზიარებაზე სხვა შტატებშიც საუბრობენ.

XS
SM
MD
LG