საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან 1000 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვა. პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის უკეთესად შესწავლა და მათი წახალისება უცხოელებთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისური ენის მაწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იქნება. ამ პროგრამას დადებითად აფასებს ჩვენი რესპონდენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი ქალბატონი ციური დეკანოზიშვილი. მისი აზრით მოსწავლეებისა და ინგლისურენოვანი მასწავლებლების უშუალო კონტაქტი ენის შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. ქალბატონი ციური ასევე თვლის, რომ ეს არა მარტო მოსწავლეებისათვის იქნება პოზიტიური, არამედ იმ ინგლისური ენის პედაგოგებისთვისაც, რომლებიც დამწყებნი არიან. ქალბატონმა ციურიმ ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუკი იმის საშუალება მიეცემოდათ ქართველ მასწავლებლებსაც, რომ ინგლისურენოვან ქვეყნებში კვალიფიკაცია აიმაღლონ.
პოპულარული
1