ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიარდის სკოლის ახალი პროგრამა


ჯულიარდის სკოლის ახალი პროგრამა
ჯულიარდის სკოლის ახალი პროგრამა

წელიწადში ორჯერ ჯულიარდის სკოლისა და კარნეგი ჰოლის მესვეურები ახალი პროგრამისთვის ოც სტუდენტს ირჩევენ.

თავდაპირველად დაიბადა იდეა აკადემიის დაფუძნების შესახებ. ამ იდეის ავტორები კარნეგი ჰოლის აღამსრულებელი დირექტორი კლაივ გილინსონი და ჯულიარდის სკოლის პრეზიდენტი ჯოზეფ პოლისი იყვნენ. საუბარი, რომელიც ორ პროფესორს შორის მოხდა და კლასიკური ჟანრის მუსიკოსთა პრობლემებს შეეხებოდა, საბოლოოდ ურთიერთ შეთანხმებით დასრულდა. პროფესორები გილინსონი და პოლისი შეთანხმდნენ, რომ კლასიკური ჟანრის მუსიკოსს დღესდღეობით ტალანტის გარდა სხვა მრავალი ხელის შემწყობი პირობა სჭირდება. ამიტომაც, მათ საკუთარ თავზე პედაგოგობის გარდა, პრომოუტერის ფუნქციების შესრულებაც აიღეს. ასე დაარსდა ჯულიარდის სკოლაში ახალი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ მისიას ემსახურება:

„მუსიკოსები უდიდესი ნიჭით არიან დაჯილდოვებულები. მათ შესწევთ უნარი მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს ეზიარონ, თუმცა ჩვეულებრივი ყოფით ცხოვრებაში დამკვიდრება ძალზე უჭირთ. ხშირად გამიგია, რომ ბევრი მუსიკოსი შემოსავლის წყაროდ სხვა სფეროში საქმიანობას ირჩევს, მუსიკა კი მხოლოდ მის სულიერ საზრდოდ რჩება" - აღნიშნავს პროფესორი პოლისი.

გილინსონისა და პოლისის ახალი პროგრამის გავლის შემდეგ, მუსიკოსები არა მარტო პროფესიონალებად, არამედ მუსიკის დარგში ერთგვარ კომუნიკატორებად ყალიბდებიან. წელიწადში ორჯერ ჯულიარდის სკოლისა და კარნეგი ჰოლის მესვეურები ახალი პროგრამისთვის ოც სტუდენტს ირჩევენ. თითოეულ მათაგანს წელიწადში 25,000 დოლარი სტიპენდია და ჯანმრთელობის დაზღვევა ენიშნება. სტუდენტები კვირაში სამჯერ ჯულიარდის სკოლის საუკეთესო პროფესორებთან მეცადინეობენ და მუსიკალური განათლების უმაღლეს დონეს ეუფლებიან.

ნატან სკრამი 23 წლის მევიოლინეა. მუსიკალური განათლება ინდიანას უნივერსიტეტში მიიღო, ახლა კი ჯულიარდის აკადემიაში მიიწვიეს და სწავლას ახალი პროგრამით განაგრძობს:

„როცა აკადემიიდან მოწვევა მივიღე, ძალიან გამიხარდა. პროგრამის საშუალებით აუდიტორიასთან ურთერთობას ვისწავლი და ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას გავუზიარებ. დარწმუნებული ვარ სასწავლი მათგანც ბევრი მექნება. ასე რომ, დღეს ჩემთვის პირველი დღეა.“

პარალელურად, ჯულიარდის აკადემიის პროგრამის სტუდენტი ნატან სკრამი ნიუ იორკში ბრუკლინის სამუსიკო სკოლის პედაგოგის ასისტენტადაც იმუშავებს:

„მე ნათან სკრამი ვარ.ვიოლინოზე ვუკრავ. თქვენთან თვეში ორჯერ ვივლი და პროფესორ ბოკსერს დავეხმარები. თუმცა მისგანაც ბევრი საინტერესო რამის შესწავლას ვაპირებ.“

ბრუკლინის სამუსიკო სკოლაში ძირითადად ემიგრანტების ოჯახებიდან გამოსული ბავშვები სწავლობენ. ზელმან ბოკსერი ამ ბავშვებს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლის:

„ჩვენი სკოლა მცირე რესურსები აქვს. მოსწავლეთა კონტიგენტიც დაბალი სოციალური ფენიდანაა.“

თუმცა შეზღუდული რესურსებითაც ბოკსერმა შეძლო 650 მოსწავლე ახალ პროგრამაში გაეერთიანებინა. მათგან 83 ვილონოზე დაკვრას ეუფლება:

„ჩვენი მოსწავლეები ნიუ იორკის სხვა სკოლების მოწაფეებთან ერთად ამ პროგრამაში არიან გაერთიანებული. პატარა მუსიკოსებმა საკუთარი შემოქმედება კარნეგი ჰოლის, ლინკოლნის ცენტრისა და აპოლოს თეატრის მაყურებლების წინაშე უკვე წარადგინეს."

ნატან სკრამს პედაგოგ ზელმა ბოკსერთან ერთად რამდენიმე იმპროვიზაციის გაკეთება სურს:

„მინდა მოსწავლეებს დავანახო, რომ მუსიკასაც აქვს საკუთარი ხასიათი. მუსიკას შეუძლია ადამიანის თვისებები და გუნება განწყობილება გადმოსცეს. უსაზღვროა მისი შესაძლობლობები და მისი საშუალებით ბევრი რამის გადმოცემა შეიძლება.“

ჯულისა გუსმანი და კალისტა კონდი მეოთხე კლასისი მოსწავლეები არიან. ისინი აღფრთოვანებით ლაპარაკობენ პროგრამის შესახებ და მომავალსაც იმედით შეჰყურებენ:

„მეხუთე კლასში შეგვეძლება კარნეგი ჰოლში დავუკრათ და მაყურებლის ოვაცია დავიმსახუროთ“

ნათან სკრამსაც ბავშვებთან მუშაობა ძალიან მოსწონს. მისი აზრით, ბავშვები მუსიკოსისთვის ერთგვარ აღმაფრენასაც წარმოადგენენ:

„ბავშვებთან მუშაობა განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მათზე მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს. თავდაუზოგავად შრომობენ და სურთ, ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთონ . არ მეგონა, თუ შედეგს ასე სწრაფად მივაღწევდით.“

XS
SM
MD
LG