ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ანანის გეგმას თანხმდება


საერთაშორისო თანამეგობრობის დესპანი სირიის საკითხებში კოფი ანანი აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლება დათანხმდა სამშვიდობო გეგმას,რომელიც ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტას შეუწყობს ხელს. კოფი ანანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობის პასუხი გაეროს დესპანმა წერილობით მიიღო. დღეს კოფი ანანი პეკინში ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრს ვენ ძიაბაოს. კოფი ანანის გეგმა სირიის სამთავრობო ძალებს და ამბოხებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს. გაეროს უშიშროების საბჭოს გეგმა არ ითვალისწინებს დასავლეთის ქვეყნების და არაბული ლიგის მოთხოვნას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომის შესახებ. ამ მოთხოვნას რუსეთის და ჩინეთის მთავრობებიც ეწინააღმდეგებიან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG