ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მეგობარი ქვეყნები, სირიის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამხედრო ლიდერებს მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ.

როცა სირიის მეგობარი ქვეყნების შეხვედრა გაიმართება სტამბოლში, მათი ერთ-ერთი განხილივის თემა, სირიაში, ოპოციზიის მიერ ქვეყნის მართვის საკითხი იქნება; კერძოდ, თუ რას გააკეთებენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ოპონეტნები იმ შემთხვევაში თუკი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღნიშნავს, რომ სირიელებისათვის ახლა უმთავრესი ერთიანობაა, რომელიც პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას შეუწყობს ხელს:

“ახლა სირიელებს ერთ პოზიციაზე ყოფნა მოუწევთ, ქვეყნის აღმშენებლობის ირგვლივ ერთი ხედვა უნდა შეიმუშავონ. მათ, ქვეყნისა და თანამოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხში, აშკარა ძალიხმევა უნდა გამოავლინონ.”

სირიის ეროვნული საბჭო დიდ ოპოზიციურ ჯგუფს წარმოადგენს. მისი წარმომადგენელი ჯორჯ საბრა შემდეგს აცხადებს:

“ახალმა მთავრობამ, სირიაში, ყველა უნდა წარმოადგინოს, სირიის პრეზიდენტი სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების წესით უნდა აირჩეს. არჩეულმა მთავრობამ სასამართლოს თავისუფლების ხელშეუხებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა უნდა შექმნა.”

სირიის მეგობარი ქვეყნები, სირიის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამხედრო ლიდერებს მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ.

პარალელურად, შეერთებული შტატები და და თურქეთი სირიისადმი არალეტალური დახმარების გაწევას გეგმავენ. ისინი ცდილობენ გაერთიანებული ერებისა და არაბული ლიგის მიერ სირიაში, საგანგებოდ წარგზავნილი დესპანის -კოფი ანანის მოწოდებას სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, დროული რეაგირება ჰქონდეს.

ამ კვირაში სირიის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დაეთანმა. მიუხედავად ამისა, დასავლელი დიპლომატები და სირიის ოპოციზია სკეპტიკურადაა განწყობილი ყევლა იმ გეგმის ირგვლივ, რომელიც პრეზიდენტ ასადს პოსტის დატოვებას შეაძლებინებს.

XS
SM
MD
LG