ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სირიის ოპოზიციას დაეხმარება


ვაშინგტონი ომისგან დაზარალებული სირიელებისთვის 12 მილიონ დოლარს გამოყოფს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმოამდგენელია შეკრებილი. ისინი სირიაში შექმნილ ვითარებას და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შემდგომი იზოლაციის გზებს განიხილავენ.

ასევე გაერთიანებისკენ მოუწოდებენ სირიის ოპოზიციას და მსჯელობენ სხვა ალტერნატიულ გზებზე, რაც ხელს შეუწყობს სირიაში ძალადობის დასრულებას. შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბაშარ ალ-ასადს სამხედრო ოპერაციების შეჩერება მოთხოვა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. თუმცა კლინტონის თქმით, შეერთებული შტატები კარგად აცნობიერებს, რომ ბაშარ ალ-ასადი ამ მოთხოვნას ყურად არ იღებს და გაეროს დესპანის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას არ შეასრულებს.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონი ომისგან დაზარალებული სირიელებისთვის 12 მილიონ დოლარს გამოყოფს და ასევე სირიის ოპოზიციას საკომუნიკაციო ტექნიკით დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ თურქეთში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობაზე რუსეთმა და ჩინეთმა უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG