ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მონაცემებით, სირიაში ერთი წლის წინათ დაწყებული სახალხო აჯანყების შემდეგ 9 000 ადამიანი დაიღუპა.

სირიაში ამერიკის ელჩის რობერტ ფორდის განცხადებით, გაეროსთან შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შესაბამისად, სამთავრობო ძალები რამდენიმე ქალაქიდან გავიდნენ.

შეერთებული შტატების ელჩის განცხადება საელჩოს ფეისბუკზე გამოქვეყნდა, სადაც ჯარის გადაადგილების მარშრუტი ხელოვნური თანამგზავრიდან არის გადაღებული.

10 აპრილისთვის გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით, სირიის მთავრობამ დასახლებილი პუნქტებიდან ჯარი უნდა გამოიყვანოს. პრეზიდენტ ასადის მიერ ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში, ოპოზიციამ 48 საათის განმავლობაში უნდა დაყაროს იარაღი და უარი თქვას შეიარაღებულ ბრძოლაზე.

გაეროს მონაცემებით, სირიაში ერთი წლის წინათ დაწყებული სახალხო აჯანყების შემდეგ 9 000 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG