ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


სირიის მთავრობა სამშვიდობო გეგმის პირობებს არ ასრულებს.

ბაღდადში შეკრებილი არაბული ქვეყნების ლიდერები სირიის შესახებ გაეროს სპეციალური დესპანის კოფი ანანის სამშვიდობო ინიციატივის პროექტს განიხილავენ. არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ძალადობის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი დემონსტრაციების დაშვებისკენ მოუწოდებენ. როგორც კოფი ანანმა განაცხადა, მართალია სირიის მთავრობამ მიიღო მისი სამშვიდობო გეგმა, თუმცა ქვეყანაში ძალადობა კვლავ გრძელდება. როგორც სირიელი უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, დღეს ქალაქ იდლიბზე სამთავრობო ძალების იერიშისას სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ქალაქ ჰამაში კი ამბოხებულებმა ორი სამთავრობო ჯარისკაცი მოკლეს.

ოთხშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა რომ სირიის მთავრობა სამშვიდობო გეგმის პირობებს არ ასრულებს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ასადი დადებულ პირობას ასრულებს. ცხადია სოციალური დესპანი თავის მისიას გააგრძელებს. მისი სამუშაო ჯგუფი აგრძელებს სირიაში საქმიანობას. კვირის ბოლოს ჩვენს სირიის მეგობარი ქვეყნების შეხვედრას გავმართავთ “ - განაცხადა ნულანდმა.

XS
SM
MD
LG