ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქსენოფობიის პრობლემა საბერძნეთში


საბერძნეთში უცხოელ მიგრანტთა წინააღმდეგ მზარდი ძალადობის მკაფიო ტენდენცია შეინიშნება

დღეს, უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბერძნეთის ხელისუფლება არ ებრძვის ქსენოფობიის ნიადაგზე განვითარებულ ძალადობას.

ანგარიშის თანახმად, საბერძნეთში უცხოელ მიგრანტთა წინააღმდეგ მზარდი ძალადობის მკაფიო ტენდენცია შეინიშნება. უფლებადამცველების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ამ ინციდენტების მსხვერპლი აფრიკიდან და აზიის ქვეყნებიდან ემიგრირებული ადამიანები არიან. ზოგი მათგანი ე.წ. ეკონომიკური მიგრანტია, თუმცა ასევე დიდი რაოდენობა სომალიდან და ავღანეთიდან ხელისუფლების დევნას გამოქცეული პირები არიან.
XS
SM
MD
LG