უფლებადამცველი „ჰუმან რაითს ვოჩის“ ბოლო მოხსენების თანახმად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ როდესაც ანტიტერორისტული ღონისძიებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა. „ჰუმან რაითს ვოჩმა“ ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან არკვევდა.
მოხსენების თანახმად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებმა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ მოახდინა გავლენა, არამედ მას გლობალური ეფექტი ჰქონდა.
144-მა ქვეყანამ ახალი ანტიტერორისტული კანონი მიიღო ან ძველ კანონში შეიტანა შესწორება. ორივე შემთხვევაში, ამ ცვლილებებმა ადამიანის უფლებების დარღვევებს გაუხსნეს გზა.
რიდ ბროდი ამერიკაში მოქმედი კვლევითი ჯგუფის წარმომადგენელია.
„რასაც ვხედავთ, ეს არის ხალხი მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეს იყნებენ, რათა გაამართლონ ადამიანის უფლებატა დარღვევები. ოპონენტებს, სეპარატისტებს და პოლიტიკურ მეტოქეებს ტერორისტების იარლიყს აწებებენ,“ - ამბობს ბროდი.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ ინფორმაციით, ბევრი ქვეყანა ანტიტერორისტულ კანონს არასწორად იყენებს. ამას მოწმობს, შეერთებულ შტატებში არსებული ვითარება, კერძოდ გუანტანამოს ბაზაზე მყოფი ასობით დაკავებული ადამიანი. ასევე, თურქეთში არსებული მდგომარეობა, სადაც სწორედ ამ კანონის მიხედვით, ასობით დაპატიმრებულია.
ანალოგიური ვითარებაა ბაჰრეინში, სადაც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები კრიმინალური ბრალდებებით არიან გასამართლებულები. ანგარიშში ასახულია სხვა ქვეყნებიც.
„ეთიოპიაში ის სტუდენტები, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო სტატიებს წერენ, ტერორიზმის მხარდაჭერაში არიან ბრალდებულები,“ - ამბობს ბროდი.
ენდრიუ მამფორდი ნოთინგემის უნივერსიტეტის ანალიტიკოსია.
„2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებმა დასავლურ სამყაროში და მის მიღმა ანტიტერორიზმზე წიგნების ტენდენცია წარმოშვა. შეტევების შოკურმა ეფექტმა გამოწვია ის, რომ საზოგადოებამ ამ წიგნებით დაიწყო ხელმძღვანელობა.“
მისი თქმით, ამის შედეგად კი გაჩნდა პრობლემა, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ძირისგამოთხრას წარმოადგენს.
ჰუმან რაითს ვოჩის მოხსენებაში ასევე მოყვანილია ის ქვეყნები, რომლებმაც ანტიტერორისტულ კანონმდებლობაზე გადასვლა არ ისურვეს. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება ნორვეგია, სადაც 2012 წელს ანდერს ბრეივიკმა ცეცხლსასროლი იარაღით 69 ადამიანი მოკლა, ხოლო მის მიერ მოწყობილ აფეთქებს 8 ადამიანი ემსხვერპლა.