ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინამდვილეში ვინ აღმოაჩინა ამერიკა?


1937 წლიდან მოყოლებული, 12 ოქტომბერს, ამერიკელები ეროვნულ დღესასწაულს - კოლუმბის დღეს - აღნიშნავენ. 1492 წლის 12 ოქტომბრის აღსანიშნად, როცა ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა და ესპანეთისთვის მიწები მოიპოვა.

ჩვეულებრივ ამბობენ, რომ „კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა“. ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ 1492-1502 წლებში, ოთხი მოგზაურობის განმავლობაში, მან ამერიკა დასავლეთ ევროპას გააცნო. ასევე უპრიანი იქნება თქმა, რომ კოლუმბმა გზა გაუხსნა ამერიკაში დასავლეთ ევროპელთა მასობრივ ნაკადს, რომლებმაც მომავალში საფუძველი ჩაუყარეს რამდენიმე ერის დაბადებას. მათ შორის, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, კოლუმბის მიმართებაში იმის თქმა, რომ მან ამერიკა „აღმოაჩინა“, შესაძლოა არასწორი იყოს. რადგან, როცა მან ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა, იქ უკვე უამრავი ხალხი იყო.

რა იყო კოლუმბამდე?

მაგრამ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებენ პირველი ამერიკელების წოდებას? ამის შესახებ „ამერიკის ხმამ“ კითხვები ჟურნალის „ამერიკული არქეოლოგია“ რედაქტორს, მაიკლ ბავაიას დაუსვა. გამოცემის რედაქტორი „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ ისინი აქ აზიიდან ჩამოვიდნენ, არაუგვიანეს 15 000 წლის წინათ.

მათ გაიარეს ბერინგიის სახმელეთო ხიდი, რომელიც მაშინ, ახლანდელ ამერიკის შტატ ალიასკასა და ციმბირის ტერიტორიას აკავშირებდა. 15 000 წლის წინ, ოკეანეების დონე გაცილებით დაბალი იყო, კონტინენტებს შორის მიწის სიგანე კი ასობით კილომეტრს შეადგენდა.

ბერინგიის სახმელეთო ხიდი
ბერინგიის სახმელეთო ხიდი

აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურში ამბობენ, რომ „სახმელეთო ხიდმა დიდი როლი ითამაშა კონტინენტებს შორის ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობათა გავრცელებაში. ცხოველთა სხვადასხვა ნაირსახეობა, კონტინენტებს შორის მოძრაობისთვის, სწორედ ბერინგიის სახმელეთო ხიდს იყენებდა. მათ შორის იყვნენ მამონტები, არქტიკული აქლემები, მურა დათვები, ცხენები და სხვა ცხოველები. ფრინველებმა, თევზებმა და ზღვის ძუძუმწოვრებმა მიგრაციის ნიმუშები ჩამოაყალიბეს, რომლებიც დღემდე გრძელდება.

არექელოგები ამბობენ, რომ ადამიანები დაუსრულებელ ნადირობას მისდევდნენ, მოძრაობდნენ საკვების, წყლისა და თავშესაფრის ძიებაში. აქ მოხვედრის შემდეგ კი, ადამიანები მთელი ამერიკის ტერიტორიაზე - ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში - იფანტებოდნენ.

1970-იან წლებამდე, ამ ამერიკელებს ჰოქნდათ სახელი - „კლოვისის ხალხი“. მათ ეს სახელი უძველესი დასახლების აღმოჩენის შემდეგ უწოდეს, რომელიც 11 000 წლის წინანდელია. არექოლოგებმა დასახლება ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ კლოვისის მახლობლად აღმოაჩინეს. დეენემის კვლევა აჩვენებს, რომ ისინი მკვიდრ ამერიკელთა 80 პროცენტის უშუალო წინაპრები არიან.

უფრო მეტიც. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამერიკის მიწებზე, კლოვისის ხალხამდე სხვებიც ცხოვრობდნენ. ჟურნალ „ამერიკული არქეოლოგიის“ რედაქტორი „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ ისინი იდენტიფიცირებულნი არ არიან. მაგრამ, მათი ნაშთები გვხვდება როგორც ტეხასისა და ვირჯინიის შტატებში, ასევე სამხრეთ პერუსა და ჩილეში. მეცნიერები მათ პრე-კლოვისის ხალხს უწოდებენ.

ვითარება კიდევ უფრო რომ გავართულოთ, ბოლოდრონდელი სამეცნიერო აღმოჩენები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ადაიანები ამერიკის მიწებზე, ჯერ კიდევ 20 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. თუმცა, ეს ჯერჯერობით მცოლოდ სამეცნიერო ვარაუდია.

ევროპელები

ამრიგად, კლოვისები და კლოვისების წინა ხალხები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაქრნენ, მაგრამ კვლავ არსებობენ მკვიდრ ამერიკელთა გენეტიკურ კოდში, იმსახურებენ იმის თქმას, რომ წორედ მათ აღმოაჩინეს ამერიკა.

მაგრამ, ეს ხალხი კონტინენტის დასავლეთიდან მოვიდა. რაც შეეხება აღმოსავლეთ სანაპიროდან მისულებს, იყო იქ კოლუმბი პირველი?

ეს მოცემულობა სინამდვილესთან ახლოსაც კი არ არის.

არსებობს მტკიცებულება, რომ ევროპელები კოლუმბამდე 500 წლით ადრე ეწვივნენ დღევანდელი კანადის ტერიტორიებს - ვიკინგები. ვიკინგების თანამედროვე კანადის ტერიტორიებზე ცხოვრების მტკიცებულებების ხილვა, კანადის ნიუფაუნდლენდის კუნძულზე დღესაც შესაძლებელია. ის ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შედის და შედგება რვა შენობის ნაშთებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, ბალახითა და მიწითი იყო გადახურული.

დღეს ეს ადგილი უნაყოფოა, მაგრამ ათასი წლის წინათ, ყველგან ხეები იყო. ეს ადგილი, ვიკინგებისთვის, სავარაუდოდ გამოსაზამთრებელი ადგილი იყო, სადაც თავიანთი გემების შეკეთებაზე მუშაობდნენ. უცნობია, იყო თუ არა ეს მიწები მუდმივად დასახლებული, მაგრამ ფაქტია, რომ ვიკინგები აქ კოლუმბზე გაცილებით ადრე მივიდნენ.

ვიკინგთა დასახლების რეკონსტრუქცია ნიუფაუნდლენდში
ვიკინგთა დასახლების რეკონსტრუქცია ნიუფაუნდლენდში

„ამერიკის ხმა“ ცდილობს ამერიკის ისტორია მოყვეს. ცხადია, რომ ამერიკა იქამდე იყო სხვადასხვა ხალხთა მიწა და ცხოვრების ადგილი, ვიდრე თავისუფლების ქანდაკება მსოფლიოს მოუწოდებდა: "გამომიწოდეთ თქვენი ღარიბი, დაღლილი ხელები, რათა თავისუფლად შეძლოთ სუნთქვა".

სინამდვილეში, მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, კულტურათა მთელ კრებულს წარმოადგენს, რომელიც დაწერილი ისტორიის ფურცლებს სცდება. მას შემდეგ, აქ ხალხი მოდის უკეთესი ცხოვრებისა და შესაძლებლობების ძიებაში.

შესაძლოა, ბევრი არც არაფერი შეცვლილა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG