ადამიანის უფლებების ქომაგთა "ჰუმან რაითს ვოჩის" განცხადების თანახმად ცხინვალელ აქტივისტსა და ჟურნალისტს თემურ ცხოვრებოვს ცხინვალის ცენტრში ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს და უმოწყალოდ ცემა. მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელთა ჯგუფში. სეპარატისტთა პარლამენტის სამი წევრიც იყო. " ჰუმან რაითს ვოჩი" ამ ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ ცხოვრებოვი მძიმე დაზიანებებით იქნა ჰოსპიტალიზირებული. "ჰუმან რაითს ვოჩის" განცხადებაში ნათქვამია, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ხელი მოაწერა ქართველ აქტივასტებთან ერთად ერთობლივ მოწოდებას, სადაც ნათქვამია, რომ სეპარატისტებმა და საქართველოს მთავრობამ ჰუმანიტარულ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას უნდა მიმართონ.