ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ომის საფრთხე კავკასიაში


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გაღვივდა, შეტაკებებს ქვეყნებს შორის 100-მდე სამხედრო შეეწირა. მიმდინარე კვირაში მომხდარი შეტაკებები ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 49 სომეხი და 50 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას ერევანი და ბაქო ავრცელებს.ორივე ქვეყანა თავდასხმაში მოწინააღმდეგეს ადანაშაულებს.

ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანმა, რომელსაც პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით თურქეთი უჭერს მხარს, სომხურ ქალაქებზე იერიში მიიტანა. სომხეთის მთავრობის თქმით, თავდასხმის დროს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არტილერია და საფრენი დრონები

გამოიყენა. ბაქოში კი განმარტავენ, რომ აზერბაიჯანმა შეტევა მოიგერია და რუსეთთან ალიანსში მყოფმა სომხეთმა, ნაღმტყორცნებითა და არტილერიით შეტევა მიიტანა აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე, რა დროსაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა აუცილებელი საპასუხო ზომები მიიღეს“

მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ომს აგრძელებს, სომხეთ აზერბაიჯანში არსებული ვითარება ქმნის საშიშროებას, რომ კავკასიაში ახალი დიდი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს.

მიმდინარე კვირაში მთიან ყარაბაღში დაწყებულ შეტაკებებს მალევე გამოეხმაურნენ დასავლეთის ქვეყნები. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ევროკავშირმა ორივე ქვეყანას თავშეკავებისკენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდეს.

ამერიკის სახემლწიფო მდივანმა თქვა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა და როგორც არიოს, ასევე დაამშვიდოს ვითარება რეგიონში. ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და გამოთქვა შეშფოთება კონფლიქტის ზონის მიღმა დაბომბილი სომხური ქალაქების შესახებ.

2020 წელს 6 კვირიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის ჩართულობით გაფორმდა. თუმცა, პერიოდულად ეს შეთანხმება ირღვევა. ახალი შეტაკებების ფონზე კრემლმა ორივე ქვეყანას სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG