ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგრადში "ევრო პრაიდის" კვირეული ოფიციალური აკრძალვის და რელიგიური და ნაციონალისტური ჯგუფების მუქარის ქვეშ იწყება


ბელგრადში დაგეგმილი პან-ევროპული ლგბტ ღონისძიების ორგანიზატორებმა 12 სექტემბერს „ევრო პრაიდის“ კვირეული ცისარტყელის ფერებიანი დროშებით და მოკლე კომენტარებით დაიწყეს. უკვე დაგეგმილ ღონისძიებას, გასულ თვეში ოფიციალური აკრძალვა დაემუქრა.

„ევრო პრაიდის“ დაუმორჩილებელი გახსნა ინციდენტების გარეშე ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური და ნაციონალისტური ჯგუფები ამას ინტენსიურად აპროტესტებდნენ და პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გასულ თვეში გააფრთხილა, რომ სამი წლის წინ მიღებული ნებართვის მიუხედავად, ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა.

მემარჯვენე ჯგუფებმა, როგორიცაა „დვერი“ და „ეროვნული პატრული“, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და მისი პატრიარქის მხარდაჭერით, 11 სექტემბერს ქუჩის მესამე პროტესტი და „ლიტანია“ მოაწყეს, რათა „ევრო პრაიდის“ დასაბლოკად ხელისუფლებაზე ზეწოლა მოეხდინათ.

ბელგრადის წმ. სავას ტაძრისკენ გამართულ მსვლელობას ათასობით ადამიანი შეუერთდა. მსვლელობის მონაწილეები „ევრო პრაიდის“ ჩატარების შემთხვევაში კონტრ-დემონსტრაციებით და სხვა ნაბიჯებით იმუქრებოდნენ.

სერბეთის პატრიარქმა სამღვდელოებასთან და მორწმუნეებთან ერთად აღავლინა ლოცვა „ქორწინების და ოჯახის სიწმინდისთვის“ და „უხილავ ძალებს“ ბრალი „ქორწინების და ოჯახის ჩასანაცვლებლად, უღმერთო და არაბუნებრივი კავშირების“ თავზე მოხვევაში დასდო.

„ევრო პრაიდი“ ლესსბო, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინტერსექსუალურ სიამაყეს პან-ევროპულ დონეზე ზეიმობს და 1992 წლიდან მას ევროპის სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს. არაერთხელ, მან მილიონზე მეტი ადამიანი მიიზიდა.

„პრაიდის“ სხვადასხვა ღონისძიების კულმინაცია უნდა ყოფილიყო ბელგრადში, 17 სექტემბერს, კარნავალის სტილის აღლუმი, მაგრამ გამოიწვია მოწინააღმდეგეების მუქარა და ოფიციალური პირების გაფრთხილება, რომ ამ წლის მსვლელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.

10 სექტემბერს ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საბოლო გადაწყვეტილებას, ღონისძიების ჩატარების ნება დართოს თუ არა, 14 სექტემბერს მიიღებს.

XS
SM
MD
LG