ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა" - უკრაინის თავდაცვის უწყება


უკრაინელი ჯარისკაცი, დაჭრილ თანამებრძოლს ეხმარება, ხარკივის რეგიონის გათავისუფლებული ტერიტორია, 12 სექტემბერი, 2022.
უკრაინელი ჯარისკაცი, დაჭრილ თანამებრძოლს ეხმარება, ხარკივის რეგიონის გათავისუფლებული ტერიტორია, 12 სექტემბერი, 2022.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, უკრაინულმა ძალებმა სწრაფი შეტევის შედეგად უკუაგდეს რუსული ძალები, კიევი აცხადებს, რომ ახლა მიზნად მთელი თავისი ტერიტორიის გათავისუფლებას ისახავს, დასავლეთს კი მოუწოდებს, წინსვლის მხარდასაჭერად, იარაღის სისტემების მიწოდება დააჩქაროს.

შაბათს, რუსული ძალები იძულებული გახდა, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თავისი მთავარი ბასტიონი დაეტოვებინა. უკრაინულმა ძალებმა, ათობით ქალაქი დაიბრუნა და ბრძოლის ველზე, ვითარება სრულად შეცვალა.

შეიარაღება, რომელსაც უკრაინა კონტრშეტევაში ეყრდნობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:18:03 0:00

ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში. სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, რადგან ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან, ოპერაცია კი კარგად არის დაგეგმილი.

„მიზანი, ხარკივის რეგიონისა და მის მიღმა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა“ - აცხადებს მალიარი.

ორშაბათს, გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთმა კიევისთის იარაღის სისტემების მიწოდება უნდა დააჩქაროს. ამასთან, ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, „რუსული ტერორის დასამარცხებლად, თანამშრომლობა გაამყარონ.“

მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვაშინგტონი და სხვა მოკავშირეები, კიევს მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღებით დაეხმარა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის გაწეული დახამარების ღირებულება, $13 მილიარდს აჭარბებს.

ორშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, დასავლეთის დახმარებით, „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია.

ამ დროისთვის, დახმარების ბოლო პაკეტის შესახებ, ვაშიონგტონმა გასულ კვირას განაცხადა, რომელიც მოიცავს ამუნიციას „ჰაიმარსის“ ანტისარაკეტო სისტემებისთვის. მანამდე, ვაშნგტონმა კიევს ასევე გაუგზავნა, „ნასამსები, მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემა.

ვოლოდომირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევის მიმდინარეობისას, 6 000 კვადრატული კილომეტრის მასშტაბის ტერიტორია დაიბრუნა. ეს მონაცემები ორჯერ აღემატება, კვირას, სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ გაცხადებულ მონაცემებს.

XS
SM
MD
LG