ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელთა წარმატებას ოკუპანტთა ძალების წარმომადგენლებიც ადასტურებენ


ხარკივში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინული სამხედროები რაოდენობრივად აღემატებიან რუსულ და პრორუსულ ძალებს. ეს განცხადება ვიტალი განჩაევმა, რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან „რასია 24“ საუბრის დროს გააკეთა.

განჩაევის ამ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინული არმიის წარმატებული კონტრშეტევა რეგიონში. უკრაინელებმა კონტროლი აღიდგინეს 20-მდე ქალაქზე, მათ შორის არის იზიუმი და კუპიანსკი, რაც სტრატეგიულად რუსებისთვის ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხია.

უკრაინელთა კონტრშეტევის პარალელურად, პუტინმა ბრძანება გასცა, რეგიონში დამატებითი სამხედრო შენაერთები შეეყვანა. სამხედროთა რაოდენობის ზარდა გასული კვირის ბოლოდან დაიწყო, თუმცა ეს ფაქტორი ამ დრომდე უკრაინელთა კონტრშეტევას ვერ აფერხებს.

უკრაინელი სამხედროები ამ დროისთვის თითქმის რუსეთის საზღვართან იმყოფებიან და ათავისუფლებენ უკრაინულ ქალაქებს, საიდანაც ოკუპაციის დროს ათასობით უკრაინელის რუსეთში დეპორტაცია იძულების წესით მოხდა.

რუსულ ტელეკომპანიასთან საუბრის დროს განჩაევმა თქვა, რომ „ვითარება საათობრივად რთულდება“ ხარკივიდან ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც აღბეჭდილია მიტოვებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

მიტოვებული რუსული სამხედრო ტექნიკა. ხარკივი,უკრაინა
მიტოვებული რუსული სამხედრო ტექნიკა. ხარკივი,უკრაინა

კიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის რუსი სამხედროებისგან სრულად გათავისუფლებულია ხარკივის რეგიონი. ამას ადასტურებს მოსკოვის მიერ გამოქვეყნებული რუკაც, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსი სამხედროები ხარკივში აღარ იმყოფებიან. კრემლი ამტკიცებს, რომ ტაქტიკური გადაჯგუფება ხდება.

წარმატებით მიმდინარეობს უკრაინელთა კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებითაც, არის წინსვლა და დეოკუპირებულია რამდენიმე უკრაინული ქალაქი.

უკრაინელი სამხედროების ფოტო კუპიანსკიდან. ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია.
უკრაინელი სამხედროების ფოტო კუპიანსკიდან. ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია.

„ხერსონში პანიკა არ არის,“- ამბობს კირილ სტრემუსოვი, რომელიც უკრაინულ ქალაქში რუსულ საოკუპაციო ძალებს წარმოადგენს. გავრცელებული ცნობით, ხერსონსა და ხარკივის ოლქში უკვე გაუქმდა კრემლის მიერ დაგეგმილი რეფერენდუმიც, რომელსაც რეგიონის რუსეთთან მიერთება უნდა დაედასტურებინა.

„სიმშვიდეა. შესაძლოა, ეს არის სიმშვიდე ქარიშხლის წინ, მაგრამ მზად ვართ ბოლომდე ვიდგეთ. ჩვენს რუსულ ქალაქ ხერსონს არავის დავუთმობთ,“- ამბობს საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი სტრემუსოვი.

მისი თქმით, ხარკივიდან მიღებული ინფორმაციების ფონზე, ხერსონში ადგილობრივ მოსახლეობაში შეშფოთებები მზარდია.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ანალიზი გააკეთა ორგანიზაციამ ომის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ აღინიშნება პროგრესი უკრაინული ძალების სასარგებლოდ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG