ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაპორიჟიის ირგვლივ დაბომბვები განახლდა


რუსეთმა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დაბომბვები განაახლა. ინფორმაციას დღეს უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ზაპოროჟიის ბირთვული ობიექტის ახლოს მდებარე ქალაქი ნიკოპოლი, რომელიც მდინარე დნეპრის პირას მდებარეობს, რაკეტებითა და მძიმე არტილერიით შეტევის ქვეშ იყო, ამბობს რეგიონული გუბერნატორი ვალენტინ რეზნიენკო. თუმცა, ამ ცნობის გადაწმება დამოუკიდებელი წყაროებით ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"[ატომურ ელექტროსადგურზე] ხანძარია, შუქი ჩაქრა და ხდება კიდევ სხვა რამ, რაც გვაძლევს იმის მიზეზს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მოვამზადოთ ატომური საფრთხის შედეგებისთვის",- თქვა რეზნიჩენკომ. ბოლო კვირებში მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში იოდის აბები დაარიგეს, რათა მოსახლეობამ რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში, თავის დაცვა შეძლოს.

ზაპორიჟიის ირგვლივ მიმდინარე დაბომბვების განახლების ამბავმა მსოფლიოს მასშტაბით შეშფოთება გამოიწვია.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა, სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭო გააფრთხილა, რომ "რაღაც ძალიან, ძალიან კატასტროფული შეიძლება მოხდეს" ზაპორიჟიაში. სააგენტო მოუწოდებს რუსეთს და უკრაინას, რომ ზაპორიჟიაში "ატომური უსაფრთხოების დაცვის ზონა" გამოაცხადონ.

არსებობს შიში, რომ ბირთვულ ობიექტთან მიმდინარე დაპირისპირებამ, შესაძლოა 1986 წელს მომხდარი ჩერნობილის ტრაგედიის მსგავსი სცენარის განმეორება გამოიწვიოს. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური უდიდესია მთელი ევროპის კონტინენტზე.

XS
SM
MD
LG