ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის შემდეგ, ბლინკენი ბრიუსელში გაემგზავრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

კიევის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელს ეწვია.

ბლინკენმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან და ალიანსის ელჩებთან. შეხვედრებზე მან მოკავშირეებს ინფორმაცია მიაწოდა, კიევში ვიზიტისა და რუსული ძალების წინააღმდეგ, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ. კიევში ვიზიტისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, უკრაინის მიმართ, ვაშინგტონის ახალი, დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, ენტონი ბლინკენის ბრიუსელში ვიზიტი, მუდმივ რუტინად შეაფასა, რასაც შეერთებული შტატები, მოკავშირეების ერთიანობის შესანარჩუნებლად, მუდმივად აკეთებს.

ანალიტიკოსტთა ნაწილი აცხადებს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დეფიციტი და ცხოვრების ხარჯების ზრდა, კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას საფრთხეს უქმნის.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობთ, რომ ბრიუსელში ვართ, არის ის, რომ, რაც ჩვენთვის ასე კარგად მუშაობდა, იყო ჩვენი ერთიანობა - მიზნების ერთიანობა, მოქმედების ერთიანობა“, - განაცხადა ბლინკენმა პოლონეთში, ბრიუსელში გამგზავრებამდე.

ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზად, მოსკოვი დასავლურ სანქციებს და ტექნიკურ საკითხებს ასახელებს. ევროპული ქვეყნები, რომლებიც კიევს როგორც დიპლომატიურ, ასევე სამხედრო მხარდაჭერას უწევენ, მოსკოვს ენერგომომარაგების იარაღის გამოყენებაში სდებენ ბრალს.

დღესვე, ბრიუსელში ევროკავშირის ენრეგომინისტრები რუსული გაზის ფასების ზედა ზღვარის დაწესებაზე მსჯელობენ.

"წინ აღუდგე მოსკოვს, უკრაინის მხარდაჭერის გამო, ძვირ ფასს მოითხოვს, მაგრამ უმოქმედობის, არაფრის გაკეთების, ამ ყველაფრის დაშვების ფასი, გაცილებით დიდი იქნება” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG