ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა რუმინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა


რუსეთი აცხადებს, რომ რუმინელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა.

თავად რუმინეთმა, საერთაშორისო ნორმების დარღვევის მოტივით, ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გასულ თვეში გააძევა.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის მიერ დაკისრებული უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციების პასუხად, მოსკოვს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, რუმინეთი “არამეგობრული” ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი.

მას შემდეგ, მხარეებმა, ერთმანეთის ასობით დიპლომატი გააძევეს.

აპრილში, ბუქარესტმა რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი ერთბაშად გააძევა, რასაც მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG