ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბული თალიბანის ხელში - საერთაშორისო გამოხმაურებები


ავღანეთში არსებული რთულ ვითარებას მსოფლიო ლიდერები აფაასებენ. მას შემდეგ, რაც ქაბულზე კონტროლი თალიბანმა დააწესა, ერთ-ერთი პირველი ვინც საგანგებო განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იყო. „ჩვენ არ გვურს, რომ ვინმემ აღიაროს თალიბანის მმართველობა“, - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა ვიდეო მიმართვისას და დასავლურ ქვეყნებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვსურს შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია და რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავღანეთი კვლავ არ გახდეს ტერორისტების გამრავლების ადგილი“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ვიდეო მიმართვაში ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის მიიღოს დევნილები ავღანეთიდან, ის ადამიანები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიტანელ სამხედროებს დახმარებას უწევდნენ და მათ გვერდით მუშაობდნენ წლების განმავლობაში.

ქაბულში ბრიტანეთის საელჩო ამ დროისთვის სრულად ევაკუირებულია. გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ბრიტაეთის ელჩმა შესაძლოა ავღანეთი დღეს დღის განმავლობაში დატოვოს.

ქაბულში ვითარება უფრო და უფრო მძიმდება, ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაქცეულია თალიბანი კი პრეზიდენტის რეზიდენციას და დედაქალაქს სრულად აკონტროლებს.

ავღანეთში ვითარების გართულებიზ რთულდება ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი ქაბულში დამატებით 5 000 სამხედრო მოსახმსახურეს გზავნის. პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან აგრძელებს იმ პირების ევაკუაციას, რომლებიც 20 წლიანი ომის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს ეხმარებოდნენ. ათასობით თარჯიმანი უკვე ევაკუირებულია. ათასობით ევაკუირებული ავღანეთის მიღებაზე ბოლო რამდენიმე საათში თანხმობა განაცხადეს ალბანეთმა და კოსოვომ. დევნილების მიღებას გეგმავს ყატარი, სადაც ამერიკელი სამხედროები რამდენიმე საათში ჩავლენ.

თალიბანს ამ დრომდე არ აქვს მოსკოვის აღიარება. რუსეთს თალიბანი, როგორც ავღანეთის ახალი კანონიერი ხელისუფალი არ უღიარებია. რამდენიმე საათში შეხვედრა უნდა გაიმართოს ქაბულში რუსეთის ელჩსა და თალიბანს შორის, სადაც არსებული ინფორმაციით რუსეთის საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული.

რთული ვითარების მიუხედავად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უარს ამობობს მუშაობის შეწყვეტაზე. გავრცელებულ განცხადებაში გაერო აღნიშნავს, რომ "კრიზისის ფონზე ორგანიზაცია ვალდებულია ამუშაოს ყველა სააგენტო და მომსაახურება ყველასთვის ხელმისწავდომი დარჩეს“ რამდენიმე საათში ნიუ-იორკის დროით დილის 10 საათზე ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭო დაიწყება, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშიც დაესწრება.

ავღანეთში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია პაკისტანისა და ირანის ხელისუფლებებიც. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეროვნულ ტელევიზიებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანა ქაბულში საელჩოს ხურავს და თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს. პაკისტანი ასევე ამკაცრებს საზღვრის კონტროლს ავღანეთთან და აცხადებს, რომ დევნილების მიღებას ისინი ვეღარ შეძლებენ.

20 წლის შემდეგ ავღანეთში ომი დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00

ავღანეთიდან დევნილების მიღებაზე თანახმაა ირანი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, „ჩვენ ველოდებით ავღანელ ლტოლვილებს, რომ იყვნენ ჩვენთან სანამ ავღანეთში ვითარება არ გაუმჯობესდება და შინ მშვიდობით დაბრუნებას არ შეძლებენ.

ავღანეთში ბოლო 24 საათში ვითარება უკიდურესად მწვავეა. ვითარება კონტროლიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც თალიბანმა ქაბული ჯერ ალყაში მოაქცია შემდეგ კი დედაქალაქი სრულად დაიკავა. ათასობით ავღანელი სხვადასხვა გზით ცდილობს დედაქალაქის და ქვეყნის დატოვებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG