ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციაზე მუშაობს


ქაბულში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია შევულმფრენებით მიმდინარეობს, 15 აგვისტო, 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება ავღანეთში ამ დროისთვის მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის ქვეყნიდან გამოსაყვანად და სამშობლოში დასაბრუნებლად აქტიურად მუშაობს.

სამინისტროს ცნობით, ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი საქართველოს მოქალაქეები საგარეო უწყებას დახმარების თხოვნით 15 აგვისტოს დაუკავშირდნენ. "სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში.

კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ავღანეთიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG