ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა თალიბანის მიერ ავღანეთის დაპყრობას "გულის მოსაკლავ" ამბად აფასებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარება და ქაბულის გარდაუვალი დაცემა "გულის მოსაკლავი რამ" არის.

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული ამერიკელი და ის ავღანელები, რომლებიც ამერიკელებთან მუშაობდნენ, ქვეყნიდან გამოიყვანოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჰანიფ ატმარი, ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 15 აპრილი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჰანიფ ატმარი, ქაბული, ავღანეთი, 2021 წლის 15 აპრილი

ბლინკენმა "სი-ენ-ენ"-ს უთხრა, რომ "ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია იმ დრომდე, სანამ ამის გაკეთება შეგვეძლება იმისთვის, რომ ისინი [ავღანელები, რომლებიც ამერიკელებს ეხმარებოდნენ] ავღანეთიდან გამოვიყვანოთ, თუ ეს მათი სურვილია".

"ჩვენ თალიბანისთვის არაფერი გვითხოვია. ჩვენ მათ თალიბანს ვუთხარით, რომ თუ ისინი ხელს შეგვიშლიან პერსონალის გამოყვანაში, ჩვენი [დისლოცირების] შემცირების ამ ოპერაციაში, იქნება სწრაფი და გადამჭრელი რეაგირება", დასძინა ამერიკის პირველმა დიპლომატმა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ პრეზიდენტი, რომელიც ამ დღეებში კემპ დევიდის საპრეზიდენტო აგარაკზე იმყოფება, მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია.

ჯო ბაიდენმა შაბათს ქაბულში დამატებით 1000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. მათი მისიაც, როგორც უკვე ავტორიზებული 3000 ჯარისკაცის შემთხვევაში, ავღანეთიდან ამერიკელების და საელჩოსთან მომუშავე ავღანელების უსაფრთხო გამოყვანის უზრუნველყოფა იქნება.

ჯამში 4000 ამერიკელი ჯარისკაცი ქაბულში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა ჩავიდეს და ამჟამად ადგილზე მყოფ 650 სამხედრო პერსონალს დაეხმაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG