ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსახლეობა და დიპლომატიური კორპუსის წევრები ქაბულიდან ევაკუაციას ელოდებიან


ერთი დღე გავიდა მას შემდგე, რაც ქაბული, ავღანეთის დედაქალაქი, თალიბანმა აიღო. ქვეყნიდან გაქცევას კი ათასობით მოქალაქე ცდილობს. ევაკუაციას ელოდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

ქაბულის აეროპორტიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის წამრომადგენლები. სიტუაცია აეროპორტში ისეთი დაძაბულია, რომ ამერიკელ სამხედროებს, რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა დასჭრიდათ.

ავღანეთის აეროპორტის შესასვლელი მოქალაქეებისთვის "გადაკეტილია ახალი ბრძანების გაცემამდე". სოციალურ ქსელში კი სულ უფრო მეტი ვიდეო ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ცდილობს ათასობით ადამიანი აეროპორტში, რომელიმე თვითმფრინავის ბორტზე ასვლას.

არსებული სიტუაციის გამო, რამდენიმე ავიახაზმა, მათ შორის, "იუნათედმა", "ბრიტანეთის ავიახაზებმა", "ვირჯინ ატლანტიკმა" და "ლუფთანზამ", განაცხადეს, რომ ავღანეთში ფრენისგან თავს შეიკავებენ. ემირატებისა და პაკისტანის ავიახაზებმა კი გადაწყვიტეს, რომ დროებით შეაჩერონ ფრენები ქაბულში.

ქვეყანა დატოვა პრეიზედენტმა აშრაფ განიმ. ის ჯერ ტაჯიკეთში ჩავიდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა. პრეზიდენტმა, ფეისბუქზე განცხადებაც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ქვეყანა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ევაკუაციას ცდილობენ უცხოეთის მოქალაქეებიც. იტალიამ, საუდის არაბეთმა, ახალმა ზელანდიამ, შვედეთმა, ავსტრალიამ და ჩეხეთის რესპუბლიკამ, უკვე გაიყვანეს, ან დღის ბოლომდე გაიყვანენ ქაბულიდან თავიანთ მოქალაქეებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მასთან ერთად 60-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თალიბანს მოუწოდებენენ, მისცენ მოსახლეობას და უცხოელებს, საშუალება მშვიდობიანად დატოვონ ქვეყანა.

XS
SM
MD
LG