ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ისტორიული სანქციების“ ისტორიული შედეგი - 80 მილიარდი 10 დღეში


„სანქციები იქნება დამანგრეველი, რუსული ეკონომიკისთვის “ ამბობდა, იანვარში ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და განმარტავდა, რომ მან ამის შესახებ პუტინს მკაფიოდ უთხრა.

პუტინიც და კრემლიც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავდა და სამხედროები წვრთნების შემდეგ სახლში დაბრუნდებოდნენ.

„თუ შეიძლება მითხარით, როდის იწყება ომი, დასვენება მიდა დავგეგმო,“- ამბობდა მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი 16 თებერვალს.

დასავლეთი კი სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდა, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა.

ასე მოხდა, 24 თებერვალს გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება „დაეწყო სამხედრო ოპერაცია ფაშიზმის წინააღმდეგ“ და უკრაინაში 200 000 რუსი სამხედრო შეიყვანა. დღეს პენტაგონი ამბობს, რომ მობილიზებული ძალის 95 პროცენტი უკვე უკრაინაშია.

სანქციებმაც არ დააყოვნა, რუსეთი ამერიკისა და დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში მოექცა. ომის გამოცხადებიდან, კრემლის აზრით „სპეცოპერაციიდან“ 10 საათის განმავლობაში ამერიკამ დასავლელ პარტნიორებთან ერთად მკაცრი სანქციები აამოქმედა.

„ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციების პაკეტი, რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც როდესმე ისტორიის განმავლობაში დაწესებულა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სფეროები და სიებია დიდი, ამ სანქციებს ამერიკა, ევროპა, დიდი შვიდეულის ქვეყნები და შვეიცარიაც კი შეუერთდა. მათ ერთიანად იმოქმედეს და გაყინეს ანგარიშები,“- ამბობს დუგლას რედიკერი, „ბრუკინგსის „ ინსტიტუტიდან.

მომდევნო დღეებში სანქცირებულ პირთა სია კიდევ უფრო გაფართოვდა. სიაში მოხვდნენ რუსი ბიზნესმენები, მთავრობის წევრები, „პროპაგანდისტები“, სამხედროები და ბიზნესმენთა შვილები. მათ შორის სანქციები დაუწესდა მარია ზახაროვასაც, რომელიც ერთი კვირით ადრე შვებულების დაგეგმვას აპირებდა.

ევროკომისარმა ბორელმა დაწერა „არავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სან-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში“.

მალევე ამოქმედდა აკრძალვები ფრენებზე, რუსული კომპანიების ანგარიშები გაიყინა, რუსეთი გაირიცხა „სვიფტის პროგრამიდან“. რუსეთში მუშაობა გააცერა „ვიზამ“, „მასტერქარდმა“ „ამერიქან ექსპრესმა“. რის გამოც რუსეთმა უვკე დაკარგა 80 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი, ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ჯერ დასაწყისია.

„სანქციების უფრო დიდი ეფექტის გამოსავლენად დროა საჭირო,“- ამბობდა პრეზიდენტი ბაიდენი თებერვლის ბოლოს პრესკონფერენციაზე.

ეკონომიკური კრიზისი რუსეთში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:00 0:00

„ტყუილების იმპერია“ ასე მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს და ამბობს, რომ რუსულ ეკონომიკაში კრიზისი არ არის. კრემლი საკუთარი „პროპაგანდისტული“ არხებით ახლა ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგად არის. საინფორმაციო ველი კი „მოწმენდილია“ როგორც ამაზე მაიკლ მაკფოლი, რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი უწოდებს. კრემლმა „სიცრუის“ ტირაჟირებაზე პატიმრობა დააწესა და ათობით მედიასასუალებას მაუწყებლობა აუკრძალა. მათ შორი არის „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“

რეალობა რთულია და ეს იგრძნობა, მანამ სანამ კრემლი რუსეთში „ფეისბუქს“ „ტვიტერს“ ინსტაგრამსა“ და „იუთუბს“ დაბლოკავდა გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, რიგები ბანკომატებთან, ფულის გადასახურდავებელ ჯიხურებთან, დასავლური ბრენდების მაღაზიებთან, რომლებმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და მუშაობა შეაჩერეს. კრემლის რეაგირებამაც არ დააყოვნა, რუსეთში ფულის გატანასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.

„სანქციები ძალიან ეფექტურია," - დუგლას რედიკერი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:21 0:00

კრემლი სანქციების ეფექტს „არ აღიარებს“ თუმცა შეზღუდვებს აწესებს. ვალუტის ყიდვის დროს რუსეთში 12%-იანი გადასახადი უკვე დაწესდა. ლიმიტები დაწესდა ქვეყნიდან თანხის გატანის შესახებაც.

პარალელურად, დასავლეთი სანქციებს ზრდის, სია ფართოვდება, იზრდება სანქცირებულთა რაოდენობაც. რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, საჰაერო სივრცე რუსეთს ჩაუკეტა ამერიკამაც.

„დღეს მე ვაცხადებ, რომ ამერიკა უერთდება პარტნიორების გადაწყვეტილებას და ხურავს საჰაერო სივრცეს, რუსული თვითმფრინავებისთვის,“- თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, 1 მარტს ერისადმი მიმართვის დროს.

“სანქციები ძალიან მძლავრია და ის რუსეთს მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს, მაგრამ ზარალი იქნება დასავლეთშიც. რუსეთი ისევე როგორც უკრაინა, ლითონების, ხორბლის, მარცვლეულის ექსპორტიორია. დღეს ვნახე, რომ ალუმინის ფასებმა რეკორდს მიაღწია, ეს ყველას დააზარალებს ვინც აწარმოებს თვითმფრინავებს,“- ამბობს კრისტოფერ გრეჰემი იურიდიული კომპანია„WHITE AND WILLIAMS“-დაინ.

დასავლეთში ამბობენ, რომ სანქციებს გავლენა ეკონომიკაზე გლობალურად ექნება, თუმცა ევროპაშიც და ამერიკაშიც ამბობენ, რომ ამ ვითარებას თავს გაართმევენ.

„ჩვენ ამას თავს გავართმევთ,“- თქვა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერისადმი მიმართვის დროს.

ამერიკაში პრეზიდენტის გადადგმულ ნაბიჯებს ამერიკელთა 43 პროცენტი იზიარებს და ემხრობა, ამბობს კვლევითი ორგანიზაცია „იფსოსი“. უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმას და რუსეთიდან ნავთობის შემოტანაზე უარის თქმას ემხრობა გამოკითხულ ამერიკელთა 80 პროცენტი. ამერიკელთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ მზად არის საწვავზე გაზრდილი ფასები გადაიხადოს.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ პარტნიორებთან ერთად რუსეთიდან ნავთობის შემოტანის აკრძალვაზე მუშაობს. როდის შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამ დროისთვის უცნობია.

თუმცა ფაქტია, რუსული ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება და ეკონომისტები ფიქრობენ, რომ შედეგები უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მძიმე იქნება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG