ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: კიდევ შეგვიძლია რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება


საფრანგეთის ფინანასთა მინისტრმა, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთსა და ვეროპას კვლავ აქვთ მანევრირების საშუალება და რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო, დამატებითი სანქციების დაწესება შეუძლიათ.

"დიახ, მანევრირების საშუალება არსებობს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა",- თქვა ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა.

27 ქვეყნისგან შექმნილმა ეკონომიკურმა ბლოკმა, რუსეთს სანქციები ერთ კვირაზე მეტია, რაც დაუწესა. უკრაინაში ომის დაწყების გამო, სანქციები დაუწესდათ, როგორც მსხვილ რუსულ ფინანასურ დაწესებულებებს, ისე ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და მათ გარემოცვას.

დაწესებული სანქციებიდან ყველაზე მძლავრი აღმოჩნდა რუსეთის პროგრამა SWIFT-იდან გამოთიშვა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის დაწესებული სანქციები.

უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომი უკვე მე-11 დღეა არ წყდება. გაუჩერებლად იბომბება ქალაქები, მაგალითად მარიუპოლი. ოკუპანტების მთავარი სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი კიევია.

XS
SM
MD
LG