ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მდგომარეობაშია რუსეთის სარაკეტო არსენალი?


რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი "მიგ-31", ნაცისტური გერმანიის დამარცხების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს

რუსეთი უკრაინის ფართომასშტაბიან დაბომბვას განაგრძობს, მათ შორი, საჰაერო იერიშებს ახორციელებს დედაქალაქზე. ამ ფონზე, სამხედრო დამკვირვებლებს აინტერესებთ, ჯერ კიდევ რამდენი და რა ტიპის რაკეტა აქვს რუსეთს, საკუთარ არსენალში.

რვა თვის განმავლობაში მიმდინარე ომისა და სანქციების შედეგების გათვალსიწინებით, ანალიტიკოსტთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს შესაძლოა ეწურებოდეს გრძელი რადიუსის ზუსტი დამიზნების რაკეტები, რაც მას აიძულებს ნაკლები სიზუსტის მქონე იარაღის გამოყენებას.

კვლავ ბუნდოვანია, აქვს თუ არა რუსეთს საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმები იმავე ინტენსივობით გააგრძელოს, როგორც 8 ოქტომბერს, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიწყო.

ქვემოთ წარმოდგიდგენთ, რა ვიცით და არა რუსეთის არსენალის შესახებ:

რას ამბობს რუსეთი?

რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამხედროებს შორი დისტანციის რაკეტების საკმარისი მარაგი აქვთ და რომ ქარხნები უფრო მეტს აწარმოებენ. ამით ისინი უარყოფენ დასავლეთის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ფრონტზე იარაღის მიწოდება მცირდება.

რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებს არ უთქვამთ, რამდენი რაკეტა გაისროლეს და რამდენი დარჩათ. რუსული არსენალის მდგომარეობის დამოუკიდებლად შესაფასებლად კი მონაცემები არ არსებობს.

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავად გაუძღვა შეხვედრას, სადაც იარაღის წარმოების გაზრდის საკითხი განიხილებოდა. თუმცა, სატელევიზიო ეთერით ნათქვამ მისასალმებელ სიტყვაში, მას დეტალებზე არ უსაუბრია.

რას ეყრდნობოდა რუსეთი ბოლო დროს?

გასულ კვირას,უკრაინის ქალაქებზე მიტანილ სარაკეტო შეტევებში, რუსეთმა თავისი შორი რადიუსის იარაღის მთელი დიაპაზონი გამოიყენა: სტრატეგიული ბომბდამშენების მიეს გასროლილი „Kh-55“ და „Kh-101“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები, საზღვაო ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“ და სახმელეთო „ისკანდერი“.

სახმელეთო სამიზნეებზე დასარტყმელად, რუსულმა ძალებმა ასევე არაერთხელ გამოიყენა “S-300”, მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემა. მისი გამოყენება, ზოგოერთი სამხეხდრო ანალიტიკოსისთვის იმის ნიშანია, რომ რუსეთი იარაღის დეფიციტს განიცდის.

ვაშონგტონში მდებარე „სტრატეგიული და საერთაშლორისო კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელი, იან უილიამსი ამბობს, რომ უკრაინულ სახმელეთო საზმიზნეებზე დასარტყმელად, რუსეთის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება მეტყველებს იმაზე, რომ მას ამ ტიპის სამიზნეებისთვის განკუთვნილი მოწინავე რაკეტების მარაგი ეწურება.

რუსული “S-300” საჰაერო თავდაცის სტემებით განხორციელებულ დარტყმებს, „არ აქვს უნარი რეალურად დაარტყან გამაგრებულ სამხედრო სამიზნეებს. სახმელეთო თავდასხმის როლში, მას არ აქვს სიზუსტე იმისთვის, რომ დაარტყას, მაგალიათად, სასურველ შენობას“ - აცხადებს უილიამსი.

თუმცა, მათი გამოყენება ასევე შეიძლება აიხსნას ასეთი რაკეტების ძველი ქვეტიპების უხვი მარაგით, რომლებიც ჩაანაცვლა უფრო მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღმა. ამასთან სამხედრო მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, ცდილობენ უფრო ძვირი, მოწინავე და გრძელი რადიუსის რაკეტები პრიორიტეტული სამიზნეებისთვის დაზოგონ.

რთულად მოსაპოვებელია მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს რუსეთი საკუთარ იარაღს. თუმცა, ქალაქ მიკოლაივზე განხორციელებული დარტყმისას, რუსეთმა ნამდვილად გამოიყენა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა სახმელეთო სამიზნეზე.

ლონდონში მოქმედი სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი, დაგლა ბარი ამბობს, რომ ეს „სარწმუნო ნიშანია იმის, რომ [რუსეთის] სარაკეტო მარაგები მცირდება“.

რას ამბობს ვაშონგტონი?

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა ამოწურა თავისი ყველაზე ეფექტური იარაღის მარაგი, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არსებობს იმის ნიშანი, რომ მოსკოვი მზად არის ან სურს შეწყვიტოს კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა.

შეერთებული შტატების დაკვირვებით, ნათელი არ არის რა შეიძლება დარჩა რუსულ არსენალში. სააგენტი „AP”-თან საუბრისას, ორი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამერიკის მთავრობის ანალიტიკოსები ინტერესით აღნიშნავენ ფაქტს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები და არანაკლებ ძვირი მოკლე რადიუსის არტილერია ან რაკეტები გამიყენა.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეს არჩევანი შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ რუსეთს ეწურება შედარებით იაფი, საიმედო საშუალო დისტანციის იარაღი, სანქციების და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო კი მარაგის შევსება უჭირს.

მათივე ანალიზით, შედარებითი სიმშვიდე, რომელიც ქერჩის ხიდის აფეთქბამდე იყო, შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ რუსეთი საკუთარი შეზღუდული რესურსების შენარჩუნებას ცდილობდა. ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, სააგენტოი „AP”-თან, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

რა დგას სამიზნეების არჩევის უკან?

დიდი რაოდენობით არაზუსტი რაკეტების გაშვება შეიძლება გამიზნული იყოს საჰაერო თავდაცვის შეფერხებისთვის მაშინ, როცა რუსეთი თავის საუკეთესო რაკეტებს, მნიშვნელოვანი სამიზნეებსა და ძირითად ინფრასტრუქტურაზე დასარტყამად იყენებს.

მაგრამ იან უილიამსი ფიქრობს, რომ მოსკოვი ასევე შეიძლება სტრატეგიულად მოქმედებდეს იმ იმედით, რომ სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები, უკრინაში პანიკას გამოიწვევდა და კიევს აიძულებდა ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთისთვის სასურველ პირბობებს დათანხმდეს.

„უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ როგორც თავად [რუსები] ამბობენ, მთავარი სისასტიკეა“ - ამბობს უილიამსი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG