ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ახლა ჩვენს ფოკუსში არ არის“ ამერიკა ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ


ირანში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ ვაშინგტონში ამბობენ, რომ ახლა ირანელი ხალხის მხარდაჭერაა პრიორიტეტი და არა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა.

„ამჟამად არ არის ჩვენს ფოკუსში,“- თქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა და დაამატა, რომ ახლა ირანელი ხალხი „გამბედავად იბრძვის“

„ეს არის გასაოცარი სიმამაცე, გამბედაობა რომელსაც ირანელი ხალხი ავლენს თავისი მშვიდობიანი დემონსტრაციებით,“- ამბობს პრაისი.

ირანში უკვე 3 კვირაზე მეტია რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, პროტესტი ქვეყანაში ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ქალი რომელიც ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავეს, შემდეგ კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გარდაიცვალა, სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ოჯახი ამბობს, რომ ამინის დაზიანებები აღენიშნებოდა.

„ჩვენი აქცენტი ახლა იმაზეა რასაც ისინი აკეთებენ, როგორმე უნდა დავუჭიროთ მათ ხალხი, ისე როგორც ჩვენ შეგვიძლია,“- თქვა ნედ პრაისმა.

რაც შეეხება ირანთან ბირთვულ შეთანხმებას საკითხზე მოლაპარაკებები მას შემდეგ განახლდა, რაც ჯო ბაიდენმა ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. შეთანხმება თავდაპირველად 2015 წელს, ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს შედგა, თუმცა მოგვიანებით ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს შეთანხმება გააუქმა და ირანს სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG