ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


ვლადიმირ პოტანინი (მარცხნივ) ვლადიმირ პუტინთან ერთად (მარჯვნივ)
ვლადიმირ პოტანინი (მარცხნივ) ვლადიმირ პუტინთან ერთად (მარჯვნივ)

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 15 დეკემბერს, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. ამჯერად ვაშინგტონის სანქციები მიმართულია უმდიდრესი რუსი ბიზნესმენის ვლადიმირ პოტანინის და მისი ოჯახის მიმართ. ის დიდი გავლენებით სარგებლობს კრემლში.

პოტანინი წარსულში რუსეთი ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებდა და როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, მას დღემდე ახლო, მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

61 წლის პოტანინი ფლობს საინვესტიციო ჰოლდინგ „ინტეროს“ რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს რუსეთის ეკონომიკაში. მის მსხვილ ინტერესებს შორისაა "ნორნიკელის" აქციების 36%. კომპანია მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია პალადიუმის და ნიკელის. ვაშინგტონის სანქციებით პოტანინს წვდომა აღარ ექნება უძვირეს იახტაზე "ნირვანა". ის ასობით მილიონი დოლარი ღირს და პოტანინი მისი თანამფლობელია.

გავლენიანი რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები უკვე აამოქმედა დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდზე შეთანხმდა ევროკავშირიც. ეს არის რიგით მე-9 პაკეტი სანქციებისა, რომელიც ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში არაპროვოცირებული ომის შემდეგ დააწესა. პაკეტი 200 ადამიანს მოიცავს და ამჯერად უმეტესად ისეთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აერთიანებს, რომლებიც სამთო მრეწველობაში არიან ჩართულები. ევროკავშირის ლიდერებმა 15 დეკემბერს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცეს. დაფინანსება კიევს 2023 წლის განმავლობაში გამოეყოფა.

ევროკავშირის ახალ სანქციებს კრემლში პარასკევს, 16 დეკემბერს უპასუხეს. კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი შეისწავლის აღნიშნულ სიას და შემდეგ მის შესაბამისად იმოქმედებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG