ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი წელს ჟურნალისტების სარეკორდო დაკავებაზე საუბრობს


სპეცდანიშნულების რაზმი ჟურნალისტებს საპროტესტო გამოსვლების გაშუქებას უკრძალავს, 22 ოქტომბერი, 2022
სპეცდანიშნულების რაზმი ჟურნალისტებს საპროტესტო გამოსვლების გაშუქებას უკრძალავს, 22 ოქტომბერი, 2022

ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია იზრდება ყველგან მსოფლიოში. 2022 წელს სარეკორდოდ ბევრი-363 ჟურნალისტია დაკავებული. ამ მონაცემებს ნიუ-იორკში ბაზირებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აქვეყნებს.
დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 20 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს, როგორც 14 დეკემბერს გავრცელებულ ანგარიშში წერია.

"ჟურნალისტთა დაკავება ამ ტენდენციის ყველაზე ექსტრემალური გამოვლინებაა, თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არაა,”- ამბობს კარლოს მარტინეს დე ლა სარნა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიდან.

“სახეზეა ბუნდოვანი საკანონმდებლო ნორმები, ასევე ახალი კანონები, რომლებიც “ფეიკ ნიუსებს” კრძალავს და ჟურნალისტიკას დასჯად საქმიანობად აქცევს სხვადასხვა ქვეყანაში იმ დროს, როცა ცილისწამებისა და მიყურადების მექანიზმები კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენება"-დასძენს ის.

"წელს ჟურნალისტთა დაკავების ყველაზე მეტი, 62 შემთხვევა ირანში დაფიქსირდა. 22 აქედან ქალია და მათი უმრავლესობა სექტემბერში ქურთი გოგონას მაჰსა ამინის დაკავებისას დაღუპვის შემდეგ, ამ ფაქტის გაშუქებისას თუ საპროტესტსო ტალღის მსვლელობისას მოხდა",- ნათქვამია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG