ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უვიზო" და ფრენები: "ახალი რუსული მესიჯები", გავლენის აგენტებისთვის საქართველოში


"რუსეთ-საქართველოს ფორუმის" ქართველი მონაწილეები მოსკოვში
"რუსეთ-საქართველოს ფორუმის" ქართველი მონაწილეები მოსკოვში

მოსკოვში, პროკლემლისტური „ალტ ინფოს“ თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქს, „რუსეთ-საქართველოს“ წარმომადგენლობით პირველ „ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან ახალი "დელეგაცია" სტუმრობდა.

„ფორუმის“ ორგანიზატორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები (მარცხნიდან) ისაკოვი, ტაისაევი, კალაშნიკოვი და კავინოვი
„ფორუმის“ ორგანიზატორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები (მარცხნიდან) ისაკოვი, ტაისაევი, კალაშნიკოვი და კავინოვი

„ფორუმის“ ორგანიზატორი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტი იყო. მონაწილეები საქართველოდან კი კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვისა და მისი პირველი მოადგილის, ყაზბეგ ტაისაევის ინიციატივით შეირჩა.

"ფორუმის" ერთ-ერთი მასპინძელი, რუსეთის დუმის დეპუტატი ყაზბეგ ტაისაევი (მარჯვნივ) რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოკუპირებულ ცხინვალში
"ფორუმის" ერთ-ერთი მასპინძელი, რუსეთის დუმის დეპუტატი ყაზბეგ ტაისაევი (მარჯვნივ) რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოკუპირებულ ცხინვალში

რუსეთის დუმის დეპუტატი ტაისაევი 2008 წლის აგვისტოში, იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ. ცხინვალელი სეპარატისტებისგან მიღებული აქვს „გენერალ-ლეიტენანტის“ ჩინი, ასევე არის დაჯილდოვებული - „Кады Нысан-ით“ და ე.წ „მედლით“ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი“.

ტაისაევს არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მოსკოვში, საქართველოს „მეხუთე კოლონის“ მორიგ ჯგუფთან შეხვედრის მეორე დღეს, ტაისაევი სწორედ ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა და სეპარატისტების ლიდერებს, საბჭოთა კავშირის დაარსების 100 წლისთავი და ე.წ „ცხინვალის პარლამენტის“ „შექმნის“ “32-ე წლისთავი” პირადად მიულოცა. ასევე, "რუსული სამყაროს" დაცვაში შეტანილი "წვლილისთვის" მადლობა გადაუხადა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კალაშნიკოვი, ქართველებთან შეხვედრამდე, ოკუპირებულ სოხუმში
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კალაშნიკოვი, ქართველებთან შეხვედრამდე, ოკუპირებულ სოხუმში

საქართველოს სახელმწიფოებრიობის დიდი ხნის მტრობით ცნობილია ლეონიდ კალაშნიკოვიც. იგი დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან ერთად, „ოფიციალური ვიზიტით“ ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდა, აფხაზებზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, რომ ბიჭვინთის ნაკრძალის დიდი ნაწილი რუსეთს გადასცენ.

რუსეთის რამდენიმე ასეთი პროექტი ჩავარდა საქართველოში, იგივე „პატრიოტთა ალიანსი“, ალტ ინფო“, რომლებმაც თავიდან, თითქოს „იმედის მომცემად“ დაიწყეს, თუმცა, შემდგომ „მეხუთე კოლონის“ ფორმირება ვერ მოახერხეს. ამიტომ, ეს არის, ალბათ, შერჩევის ახალი პროცესი. რათა წამოიქმნას ახალი ბირთვი
ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი

„უკრაინაში სპეოპერაციის ჩავარდნის შემდგომ, რუსებმა დაიწყეს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSS), მე-5 განყოფილების საქმიანობის რევიზია. ეს რევიზია სპეცსამსახურების სპეციფიკაში ჩახედულ ადამიანებს მოეხსენებათ, ეხება არა მხოლოდ სპეცსამსახურის ხელმძღვანელებს, არამედ მათ წყაროებს და პროპაგანდის გავრცელების არხებსაც“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ანდრო გოცირიძემ, უსაფრთხოების სპეციალისტმა, რომელსაც საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გოცირიძეს მიაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების და მათი აგენტების კრახის ფონზე, მოსკოვი უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში მსგავსი ოპერაციების კორექტირებას ცდილობს და ასეთი შეხვედრებიც ამ მიზანს ემსახურება.

„რამდენიმე მათი ასეთი პროექტი ჩავარდა საქართველოშიც, იგივე „პატრიოტთა ალიანსი“, ალტ ინფო“, რომლებმაც თავიდან, თითქოს „იმედის მომცემად“ დაიწყეს, თუმცა, შემდგომ საქართველოში „მეხუთე კოლონის“ ფორმირება რეალურად ვერ მოახერხეს.

ამიტომ, ეს არის, ალბათ, შერჩევის ახალი პროცესი. რათა წამოიქმნას ახალი ბირთვი, რომლის გარშემოც მოხდება პროკრემლისტურად განწყობილი ელიტების გამსხვილება-გაძლიერება და რომელიც იქნება ფლაგმანი რუსული შემდგომი აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, რუსებს დიდი არჩევანი ამ მხრივ არ აქვთ, სათადარიგო სკამი მოკლეა“ - ამბობს ანდრო გოცირიძე.

გოცირიძე "რუსეთ-საქართველოს ფორუმის" შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:44 0:00

თბილისიდან მოსკოვში ჩაფრენა და კრემლის წინ ფოტოების გადაღება ამჯერად მოახერხეს პრორუსულად განწყობილმა, როგორც ძველმა, ისე შედარებით ახალ სახეებმა, მათ შორის:

პრიმაკოვის სახელობის "ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ; ყოფილმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ (2012-16) თემურ მაისურაძემ, რომელიც ამჟამად საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია; ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ, ის რუსეთის მოქალაქეც არის.

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერია "მოსკოვის ფორუმზე"
ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერია "მოსკოვის ფორუმზე"

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული ტელევიზია „ობიექტივის“ წამყვანებმა: ვალერი კვარაცხელიამ, ვასილ კაპანაძემ და მერაბ ჭიქაშვილმა; „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა თემურ ფიფიამ; პრორუსული „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრებმა ვიქტორ ცაავამ და ირაკლი უბილავამ. ამ პარტიას, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" განაყოფია, შევარდნაძის დროინდელი კავშირგაბმულობის მინისტრი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია ხელმძღვანელობს.

მოსკოვური "ფორუმი" ქართველი მონაწილეების სიმცირეს არ უჩიოდა
მოსკოვური "ფორუმი" ქართველი მონაწილეების სიმცირეს არ უჩიოდა

„ფორუმს“ ასევე დაესწნენ პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“, „ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ “გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის”, „სოლიდარობა მსოფლიოსთვის“ და კრემლისტური მედია News Front Georgia-ს და “პატრიოტი TV”-ს წარმომადგენლები.

რუსეთის დუმის დეპუტატი კავინოვი და საქართველოს საპატრიარქოს მღვდელი - მამა გიორგი (გურჩიანი) მოსკოვში
რუსეთის დუმის დეპუტატი კავინოვი და საქართველოს საპატრიარქოს მღვდელი - მამა გიორგი (გურჩიანი) მოსკოვში

მოსკოვში სიტყვით გამოვიდა ქართველი მღვდელიც, არქიმანდრიტი მამა გიორგი (გურჩიანი). ეს სასულიერო პირი ერთხელ მსგავს სკანდალში უკვე იყო გახვეული. 2017 წელს, გიორგი გურჩიანმა საქართველოში, „პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით მყოფი, რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ ერთ-ერთ ლიდერი, დეპუტატი არტიომ კავინოვი სვეტიცხოველში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაალოცინა. მაშინ საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ ეს სტუმრობა „მათთან შეთანხმებული არ იყო“.

რუსეთის დუმის დეპუტატი „ედინაროსი“ კავინოვი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ახლო გარემოცვის წევრია, მოსკოვში, „რუსულ-ქართულ ფორუმზეც“ იმყოფებოდა და სწორედ მამა გიორგი გურჩიანის გვერდით იჯდა.

ტაისაევი და კავინოვი დუმის სპეციალური ჯგუფის წევრები არიან, რომელიც 1920 წელს, "ოსების გენოციდის აღიარებისთვის" "ფაქტებს" აგროვებს
ტაისაევი და კავინოვი დუმის სპეციალური ჯგუფის წევრები არიან, რომელიც 1920 წელს, "ოსების გენოციდის აღიარებისთვის" "ფაქტებს" აგროვებს

დეპუტატები არტიომ კავინოვი და ყაზბეგ ტაისაევი არიან რუსეთის დუმის იმ სპეცჯგუფის წევრები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, დადიან მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის და 1920 წელს, „საქართველოს მიერ მოწყობილ, ოსი ხალხის გენოციდის აღიარებისთვის" "ფაქტებს აგროვებენ“. ამ ხაზგასმულად მტრული განწყობისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 წელს, კავინოვი ქვეყანაში მაინც შემოუშვა.

მოსკოვში, „რუსულ-ქართული ფორუმის“ მონაწილეები ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ, 14 წელია დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, „მეგობრული ურთიერთობები არასოდეს შეწყვეტილა“ და მტკიცებულებად - „დიდი რაოდენობით ნათესაური კავშირები“, „გაზრდილი ტვირთბრუნვა“ და „კოლოსალური ტურისტული ნაკადი“ მოჰყავდათ.

გობრონიძე რუსეთის დიასპორიდან მომდინარე საფრთხეზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

„კოლოსალურ ტურისტულ ნაკადს“ მოსკოვში რუსეთიდან საქართველოში გამოქცეულ მოქალაქეებსაც ათვლიან. 2022 წლის მარტიდან, მას შემდეგ რაც, პუტინმა უკრაინაში ომი გააჩაღა, ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში 1 136 193 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. როგორც დასავლეთში, ისე საქართველოში ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ეს ნაკადი საქართველოსთვის სერიოზული საფრთხეა.

ამხელა მიგრაციული ნაკადები რუსეთიდან, რუსული დიასპორის ასეთი ზრდა და მათი აქ ყოფნა უკვე საფრთხეა, იმიტომ რომ დიასპორა ყოველთვის იყო რუსული პოლიტიკური ელიტის ხელში იარაღი, ჩახედეთ რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებს უსაფრთხოების შესახებ
გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი

„ეს არის ძალიან დიდი რისკი, ჩვენ ვსაუბრობთ, იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციას ახორციელებს. სულ რომ ეს ადამიანები ფრთიანი ანგელოზები იყვნენ , მათი აქ ყოფნა უკვე საფრთხეა, იმიტომ, რომ დიასპორა ყოველთვის იყო რუსული პოლიტიკური ელიტის ხელში იარაღი, ჩახედეთ რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებს უსაფრთხოების შესახებ“ - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე.

„რუსულ-ქართული ფორუმის“ მუშაობაში, მოსკოვმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებიც ჩართო: ერთ-ერთი მათგანი, ლუკა ზუმბაძე, მოსკოვის საავტომობილო-საგზაო სახელმწიფო ტექნიკური უნივერისტეტის (MADI), დსთ-ს ცენტრის სპეციალისტია. მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობა ავალია, მათ შორის საქართველოში, „დონეცკის“, „ლუღანსკის“ და „დნესტრისპირეთის“ ე.წ თვითმარქვია „რესპუბლიკებში".

რუსეთის ეს უნივერსიტეტი, უკვე წლებია არღვევს საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტრიების შესახებ“ და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც სოხუმის, ისე ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან. აფხაზი სეპარატისტების ლიდერი ბჟანია სწორედ, MADI-ის კურსდამთავრებულია. "ახალი ლიდერების აღზრდა" - მოსკოვის "ფორუმის" ერთ-ერთი ახალი მესიჯი იყო.

"ფორუმის" კოორდინატორი ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, დეპუტატ ტაისაევის თანაშემწე სოფია ჭაჭია
"ფორუმის" კოორდინატორი ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, დეპუტატ ტაისაევის თანაშემწე სოფია ჭაჭია

„ფორუმის“ კოორდინატორი იყო კიდევ ერთი ქართული წარმოშობის რუსი სოფია ჭაჭია, იგი რუსეთის დუმის დეპუტატ ყაზბეგ ტაისაევის თანაშემწეა. 2021 წლის ზაფხულში, ტაისაევს ჭაჭია, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი აკადემიის კურსდამთავრებული, საქართველოში სპეციალური მისიით მოუვლენია, სადაც გადაწყდა კიდეც მოსკოვში ორმხრივი „ფორუმის“ გამართვა.

ამის შემდეგ, ტაისაევი და ჭაჭია მოსკოვიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ეძებდნენ თბილისში, „ფორუმისთვის“ პოტენციურ კანდიდატებს. 2021 წლის დეკემბერში, ასეთ ვიდეოზარში მონაწილეობა, „ალტ ინფოს“ ლიდერს ზურაბ მახარაძეს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ, საინფორმაციო პორტალ “სალტეს” ექსპერტებს - სოსო მანჯავიძესა და ირაკლი გოგავასაც მიუღიათ.

ქართული დიასპორა რუსეთში, ყოველთვის იქნება კრემლის მხრიდან გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. რუსული სპეცსამსახურების ცნობილი მეთოდია ამ დიასპორაში ლიდერების „შექმნა“, მათთან „მუშაობა“, რომ შემდგომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე იქონიონ გავლენა

„ქართული დიასპორა რუსეთში, ბუნებრივია, ყოველთვის იქნება კრემლის მხრიდან გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურების ცნობილი მეთოდია ამ დიასპორაში ლიდერების „შექმნა“, მათთან „მუშაობა“, რომ შემდგომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე იქონიონ გავლენა. ეს ხალხი უკვე რუსეთის მოქალაქეა, კრემლის სამსახურშია, ბევრი იქ დაბადებული, ბუნებრივად, რუსული სამყაროს ნაწილია, სხვაგვარად ისინი იქ ვერ გაჩერდებოდნენ“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ანდრო გოცირიძე.

„ფორუმის“ მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული, რუსული „რბილი ძალის“ გამავრცელებელი გორჩაკოვის ფონდი, რომელსაც 2010 წლიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

მოსკოვში, „რუსეთ-საქართველოს ფორუმამდე“, გორჩაკოვის ფონდის ორგანიზებით კონფერენცია „დიალოგი მომავლისათვის 2022“ გაიმართა, რომლის მთავარი თემაც „საბჭოთა კავშირის 100 წლისთავი“ იყო.

დიმიტრი ლორთქიფანიძე გორჩაკოვის ფონდის კონფერენციაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლისთავს მიეძღვნა
დიმიტრი ლორთქიფანიძე გორჩაკოვის ფონდის კონფერენციაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლისთავს მიეძღვნა

„ისეთ ახლო ურთიერთობას, როგორიც რუსეთსა და საქართველოს ჰქონდათ, თქვენ სხვაგან ნაკლებად ნახავთ, თუმცა საქართველოს ლიბერალური ოპოზიცია ხშირად სპეკულირებს იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთმა საქართველო კოლონიად აქცია. ამ პოლიტიკურ ძალებს ავიწყდებათ, რომ თავის დროზე რუსეთის იმპერიას 500 ქართველი გენერალი წარმოადგენდა, და დღეს რუსეთი რჩება მსოფლიო კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ლიდერად, რომელშიც თავისი დიდი წვლილი საქართველომაც შეიტანა“ - ამ სიტყვებით კონფერენციას დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა.

საქართველოს ლიბერალური ოპოზიცია ხშირად სპეკულირებს იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთმა საქართველო კოლონიად აქცია. ამ პოლიტიკურ ძალებს ავიწყდებათ, რომ თავის დროზე რუსეთის იმპერიას 500 ქართველი გენერალი წარმოადგენდა,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის "ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი

მოგვიანებით, კონფერენციის მონაწილეებს, „25 ქვეყნიდან“, მათ შორის, ოკუპირებული "აფხაზეთიდან და ცხინვალიდან", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უმასპინძლა.

ამ შეხვედრას, „საქართველოს ქვოტით“, კრემლისტური „პატრიოტი TV-ს“ და „ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელი გიორგი ირემაძე დაესწრო. ირემაძემ რუსებს თავი ლუგარის ლაბორატორიაზე ყალბი ინფორმაციების გავრცელებით მოაწონა, მათ შორის სეპარატისტების პროპაგანდის საშუალებებში და ახლა პრორუსულ მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობას“ წარმოადგენს.

რაში მდგომარეობს რუსეთის სპეცსამსახურების ახალი მესიჯები სასარგებლო იდიოტებისთვის და ზოგადად ქართული აუდიტორიისთვის, რომელიც მათმა გავლენის აგენტებმა უნდა გაახმაურონ? ეს მესიჯები ისევ „კარგად დავიწყებული, ძველია“ - „რუსეთ საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით მუშაობის დაწყება“, ოღონდ... აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

კრემლის პროპაგანდისტი გიორგი ირემაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს მოსკოვში
კრემლის პროპაგანდისტი გიორგი ირემაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს მოსკოვში

“რუსეთს საქართველოში მოქმედებების ფართო სპექტრი აღარ აქვს, იმიტომ, რომ 2008 წელს ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა რუსეთშიც ხვდებიან რომ ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მითის შექმნა, შეიძლება რუსეთისთვის მომგებიანი იყოს. ეს კი უკავშირდება ფრენებს, უვიზო მიმოსვლას, წარმატებულ ტურისტულ სეზონს, ღვინის და სხვა პროდუქტების ექსპორტს.

გოცირიძე "ახალი რუსული მესიჯების" შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:33 0:00
რუსეთს საქართველოში მოქმედებების ფართო სპექტრი აღარ აქვს, იმიტომ, რომ 2008 წელს ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა რუსეთშიც ხვდებიან რომ ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მითის შექმნა, შეიძლება რუსეთისთვის მომგებიანი იყოს. ეს კი უკავშირდება ფრენებს, უვიზო მიმოსვლას, ტურისტულ სეზონს

ეს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც რუსეთი ახლა პედალირებას ახდენს, რომ არჩევანის წინაშე დააყენოს საქართველოს მოსახლეობა - კეთილდღეობა თუ თავისუფლება?!“ - ამბობს უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

მისი თქმით, „რა თქმა უნდა, ეს კეთილდღეობა მოჩვენებითია, ბაზარი და ეკონომიკური კავშირები რუსეთთან პოლიტიკურია, ძალიან პოლიტიზირებულია და ყოველთვის იქნება სავაჭროდ კრემლის ხელში, მაგრამ მოსკოვი მაინც ეცდება რუსული ეკონომიკის ნემსზე შესვას, პირველ რიგში, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი.“

მოსკოვში, პირველ „რუსეთ-საქართველოს ფორუმს“ ოპერატიულად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან პროვოკაციული მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მიჰყვება პრაგმატულ ხაზს. ამას მოაქვს დადებითი ეფექტი. 2022 წლის 10 თვეში, ტვირთბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51%-ით გაიზარდა და სარეკორდო - 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მიმდინარე წლის 11 თვეში, საქართველოში 1 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა. 3.5 ჯერ - 1.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან საქართველოში.

დიდწილად, საქართველოს შთამბეჭდავი შემოსავლის წყალობით - ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და რუსეთთან ვაჭრობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაზარდეს“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა.

სატვირთო ავტომანქანების რიგი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის მიმართულებით, საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთო ავტომანქანების რიგი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის მიმართულებით, საქართველოს სამხედრო გზაზე

TASS-თვის მიცემულ ინტერვიუში გონჩარი ასევე ამბობს, მოსკოვი თბილისთან ერთად მუშაობს, რომ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე შეფერხება არ იყოს და ამ სატრანსპორტო არტერიაზე გამტარუნარიანობის შემცირება „არ დაუშვან“.

მოსკოვი ასევე მიესალმება კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობას და საქართველოს სამხედრო გზაზე „საავტომობილო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას“.

თბილისისთვის პირობები კარგად არის ცნობილი, არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

რაც შეეხება „საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს“, რუსი დიპლომატის თქმით, „თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - თბილისისთვის პირობები კარგად არის ცნობილი, არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას“.

ანალიტიკოსების აზრით, ეს პირობები თბილისისთვის მართლაც ცნობილია და ის საქართველოს მხრიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე სამუდამოდ უარის თქმას ნიშნავს. იმავე ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად“ რჩებიან.

პრემირ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთთან საავიაციო მიმოსვლის აღდგენა საქართველოს "დღის წესრიგში" არ დგას.

რუსეთის მხრიდან "უვიზო რეჟიმისა" და ფრენების თემების გააქტიურების მცდელობას პროვოკაცია უწოდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, მისი აზრით, ამის მიზანი "საქართველოში შიდა არეულობის დათესვა და დესტაბილიზაციაა". "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ კი აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენაში "ცუდს ვერაფერს" ხედავს.

"რუსეთ საქართველოს პირველი ფორუმის" ფინალი მოსკოვში
"რუსეთ საქართველოს პირველი ფორუმის" ფინალი მოსკოვში

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG