ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ-ქართული Чито Гврито მოსკოვსა და თბილისში


აგვისტოს ომის შემდეგ, პირველი "ქართული მეგა ფესტივალი" მოსკოვში
აგვისტოს ომის შემდეგ, პირველი "ქართული მეგა ფესტივალი" მოსკოვში

ზუსტად იმ დროს, როცა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების კუთვნილ ქერის ყანებში, რუსი ოკუპანტები ივანოვი და პეტროვი ახალ საოკუპაციო ხაზს ავლებდნენ, ბერშუეთიდან 1900 კილომეტრით მოშორებულ, მოსკოვის, ბოლშაია ნოვოდიმიტროვსკაიას ქუჩაზე, „ფაბრიკა-FLAKON“-ის პავილიონებში, რუსეთ-საქართველოს „ისტორიული ძმობის“ სადღეგრძელოები ისმოდა.

ფესტივალი სახელწოდებით - „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ რუსეთის დედაქალაქში პირველად გაიმართა და ორგანიზატორების თქმით „ყოველგვარ მოლოდინს“ გადააჭარბა.

წვიმიანი უქმე დღეების მიუხედავად, „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ 30 000-დან 50 000-მდე მოსკოველმა მოინახულა. შეისვა N რაოდენობის ქართული ღვინო და შეიჭამა იმავე რაოდენობის: მწვადი, ხაჭაპური, ლობიო, საცივი და ფხალი. სპეციალური ჩემპიონატი ხინკლის ჭამაშიც კი გაიმართა.

ქართული ტრადიციული სამზარეულოს გარდა, საქართველო მოსკოვში „კულტურული დესანტითაც“ იყო წარმოდგენილი: მოსკოველებმა "ხელახლა აღმოაჩინეს" ქართული მხატვრობა, კინო, მოდა, ხალხური ცეკვა და სიმღერა. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ბოლომდე, გრუზინულად აეწყვიტა: დაელია, ეჭამა, ემღერა, ეცეკვა, საქართველოს სახელმწიფო დროშაც კი დაეხატა.

რუსებმა „პოლიტკორექტულობაც“ კი დაიცვეს, ფესტივალის დღეებში, არსად ჩანდა საქართველოს რუკა, „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. ერთი სიტყვით, იყო მხოლოდ Чито Гврито და სიამტკბილობა.

ვლადიმერ ჟირინოვსკი ქართულ ხინკალს დიდხანს ელოდა
ვლადიმერ ჟირინოვსკი ქართულ ხინკალს დიდხანს ელოდა

ცნობილი რუსი პოლიტიკოსებიდან ფესტივალი, თვით ვლადიმერ ვოლფის ძე ჟირინოვსკიმ დააფასა. მთავარი რუსი „ლიბერალი“ რომელიც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ ლიკვიდაციას ემხრობა, „თბილისოს“ ჰანგების ფონზე, ქართული ხინკლის დასაგემოვნებლად უზარმაზარ რიგშიც კი იდგა.

„ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ურთიერთობას საუკუნის ისტორია აქვს, სისულელე იქნება მემკვიდრეობა სწორად არ გამოვიყენოთ. ეს იქნება ჩვენი კოლოსალური შეცდომა, თუ ვერ შევძლებთ ვიპოვოთ ურთიერთობის რაღაც ფორმით დალაგების შესაძლებლობა. ვფიქრობ რომ ეს მომგებიანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის“
მიხეილ შვიდკოი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში

„ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ურთიერთობას საუკუნის ისტორია აქვს, სისულელე იქნება ეს მემკვიდრეობა სწორად არ გამოვიყენოთ. ცუდია, რომ დღეს ქართველ ბავშვებს რუსეთში სასწავლებლად ჩამოსვლა ადვილად არ შეუძლიათ.

ეს იქნება ჩვენი კოლოსალური შეცდომა, თუ ვერ შევძლებთ ვიპოვოთ ურთიერთობის რაღაც ფორმით დალაგების შესაძლებლობა. ვფიქრობ რომ ეს მომგებიანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცა ურთიერთობის გამოსწორებით მოგებულია და ვიღაცა წაგებული.“

ეს „მეგობრული“ მესიჯი კი უკვე რუსეთის კულტურის ყოფილ მინისტრს მიხეილ შვიდკოის ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, წინა კვირას თბილისი მოინახულა და საქართველოში რუსულ აგიტპრომს - სააგენტო „სპუტნიკ-გრუზიას“ წარმატება უსურვა.

როგორც შვიდკოი, ისე რუსული რადიოსადგურის „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი უპრობლემოდ შემოვიდნენ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აქვთ დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

შვიდკოი ყოველწლიურად კურირებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „რუსეთის დღეების“ გამართვას და ადგილზეც ხშირად ჩადის. მამონტოვი კი ბოლოს, ოკუპირებულ სოხუმში 2014 წლის აპრილში იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უბრალოდ იცრუა, როცა განაცხადა, რომ თითქოს „მამონტოვის მხრიდან, ოკუპაციის კანონის დარღვევას ხანდაზმულობის - 6 წლიანი ვადა გასული იყო“. ოფიციალურმა მოსკოვმა პრაქტიკულად მიაღწია მიზანს და საქართველოს ოკუპაციის კანონი უბრალოდ აღარ მუშაობს.

„ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემიის“ წარმომადგენელი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ რუსეთი, როგორც ხისტი, ისე „რბილი“ ძალის გამოყენებით, საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს, რაც ევროპული ინტეგრაციისა და დეოკუპაციის გზაზე კომპლექსურ საფრთხეს წარმოადგენს

მათი ძირითადი მესიჯები არის ის, რომ საქართველოს სხვა არჩევანი და გამოსავალი არ აქვს გარდა რუსეთისა. რომ, დასავლეთი გარყვნილების ბუდეა. მიზანმიმართულად იქმნება მტრის ხატი დასავლეთისგან და „ანგელოზების სახე" რუსეთის სახით. ეს არის კრემლის მთავარი ამოცანა და ამაზე დიდი ფული იხარჯება“
ლაშა ტუღუში, „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია“

„მათი ძირითადი მესიჯები არის ის, რომ საქართველოს სხვა არჩევანი და გამოსავალი არ აქვს გარდა რუსეთისა. რომ, დასავლეთი გარყვნილების ბუდეა. მიზანმიმართულად იქმნება მტრის ხატი დასავლეთისგან და „ანგელოზების სახე" რუსეთის სახით. ეს არის კრემლის მთავარი ამოცანა და ამაზე დიდი ფული იხარჯება,“ ამბობს ტუღუში.

ერთ თვეში, საქართველო აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს აღნიშნავს. რუსეთის სამხედრო აგრესიამ 2008 წელს, საქართველოს 412 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 228 სამოქალაქო და 184 სამხედრო პირი იყო. ქვეყნის ეკონომიკას რუსულმა ოკუპაციამ რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.

რუსეთთან ომში დაღუპული ქართველი მეომრების საერთო სამარხში დაკრძალვა, 2008 წლის აგვისტო, შახ აივაზოვის ფოტო
რუსეთთან ომში დაღუპული ქართველი მეომრების საერთო სამარხში დაკრძალვა, 2008 წლის აგვისტო, შახ აივაზოვის ფოტო

სამხედრო ინტერვენციის შედეგად, კრემლმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი მიიტაცა და მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს.ცხრა წელია რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს სავიზო რეჟიმი.

თუმცა, დღეის მდგომარებით, რუსეთისთვის საქართველო „მტერი“ უკვე „აღარ არის“. რუსული „ლევადა ცენტრის“ ივნისის გამოკითხვის მიხედვით, 2017 წელს, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ "საქართველო მტერია", მაშინ როცა 2009 წელს - ეს მაჩვენებელი 62%-ს შეადგენდა. ახლა რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანია, რომ „რუსულ-ქართული Чито Гврито“ საქართველოშიც დაიჯერონ.

საქართველო - რუსეთში გამოცემულ რუქებზე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG