ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მე-19 საუკუნის დასაწყისში კარლ ფონ კლაუზევიცი წერდა, რომ ომი პოლიტიკის სხვა მეთოდებით გაგრძელებაა, მსგავსად დღეს რუსეთში, ინფორმაცია ომის სხვა მეთოდებით გაგრძელებაა.ცნობილმა ტელეწამყვანმა და „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელმა, დიმიტრი კისილიოვმა ერთხელ განაცხადა, რომ „არაა საჭირო კაცი მოკლა თუ შეგიძლია მისი დაყოლიება“.

მოსკოვი საინფორმაციო ომში მილიონობით დოლარს ხარჯავს. საინფორმაციო კამპანია რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ მას გენერალ გერასიმოვის დოქტრინის სახელით ვიცნობთ და ის ბრძოლის “ასიმეტრიულ მეთოდებს” მოიცავს, რომელიც მძიმე ტექნიკის ნაცვლად ინტერნეტ ტროლებს ეყრდნობა. ტრადიციულ და სოციალურ მედიაში რუსული პროპაგანდა ხშირად პოულობს გზას, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. რუსეთის საინფორმაციო და კიბერ მეთოდები პოსტ-საბჭოთა სივრცეს გასცდა და დასავლეთამდე მიაღწია. რამაც ვაშინგტონში, ბერლინსა და პარიზში გააღვივა დისკუსია იმაზე, თუ როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას.~

ჩვენ უნდა ვისწავლოთ მეტი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, რათა დეზინფორმაციის პრობლემის არსი და განზომილებები გავიგოთ.
მედლინ ოლბრაიტი

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ მეტი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, რათა დეზინფორმაციის პრობლემის არსი და განზომილებები გავიგოთ. ჩვენ საუბრიდან უნდა გადავიდეთ ქმედებებზე, არ არსებობს იოლი გზები, თუმცა დასაწყისისთვის, საჭიროა მეტი ზეწოლა დეზინფორმაციის მთავარ შემოქმედზე”, - განაცხადა მედლინ ოლბრაიტმა, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც დეზინფორმაციის წყაროებს და მასთან ბრძოლის სტრატეგიებს შეეხებოდა.

მეოცე საუკუნის წყევლა, რომ არაფერია სიმართლე და ყველაფერი შესაძლებელია, მოსკოვმა წარმატებულად გამოიყენა. პოსტ-მოდერნიზმის ეპოქის მიერ შექმნილი წარმოდგენა, რომ ჩვენი აღქმის მიღმა სამყარო არ არსებობს, კრემლის მთავარი არგუმენტი გახდა. რუსეთის ინგლისურენოვანი ტელეარხი „RT“ (Russia Today), დასავლეთში მოქალაქეებს მათზე გადართვას „მეორე აზრის“ გაგებისთვის და „კითხვების დასმისკენ“ მოუწოდებს. მოსკოვი აღარ საუბრობს საკუთარი პოზიციის სისწორეზე, ის უბრალოდ ამბობს, რომ ყველას საკუთარი ხედვა აქვს და არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება.

რუსეთის ინგლისურენოვანი ტელეარხი „RT“ (Russia Today), დასავლეთში მოქალაქეებს მათზე გადართვას „მეორე აზრის“ გაგებისთვის და „კითხვების დასმისკენ“ მოუწოდებს. მოსკოვი აღარ საუბრობს საკუთარი პოზიციის სისწორეზე, ის უბრალოდ ამბობს, რომ ყველას საკუთარი ხედვა აქვს და არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება.

რუსული მედიასაშუალებები ფაქტების ნაცვლად ნარატივებს გვაწვდიან, რომლებიც მართალია კრიტიკას ვერ უძლებს თუმცა აღწევს მსმენელამდე და ახერხებს მათ გონებაში შეღწევას. ჩვენ ვკითხულობთ თუ რატომ არ უნდა გვჯეროდეს მათი პოზიცია, თუ რეალობა ყველას სხვადასხვანაირად ესმის.

“დეზინფორმაციის ბევრი წყარო არსებობს, მაგრამ მთავარი წყარო რუსეთია, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაცია შეიტანოს პოსტ-საბჭოთა სივრცეში და ახლა უკვე დასავლეთში. მთავარი მიზანი არა რუსეთისადმი მხარდაჭერის გაზრდაა, არამედ დასავლური ღირებულებების და სახელმწიფოების დისკრედიტაცია და განადგურება. საქართველო რა თქმა უნდა ამ ფრონტის ხაზზეა. უკრაინა კი ამ პოლიტიკის მთავარი მსხვერპლია. ჩვენ არა მარტო უნდა დავინახოთ პრობლემა, არამედ უნდა შევიმუშავოთ გზები, რომელიც დეზინფორმაციის ეფექტურობას შეამცირებს, ჩვენ მას ვერ შევაჩერებთ თუმცა შეგვიძლია ვიბრძოლოთ მისი ეფექტურობის წინააღმდეგ” , - ამბობს ალექსანდრე ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

პროპაგანდის მთავარი მიზანი არა რუსეთისადმი მხარდაჭერის გაზრდაა, არამედ დასავლური ღირებულებების და სახელმწიფოების დისკრედიტაცია და განადგურება. საქართველო რა თქმა უნდა ამ ფრონტის ხაზზეა. უკრაინა კი ამ პოლიტიკის მთავარი მსხვერპლია
ალექსანდე ვერშბოუ

გასულ წელს კრემლი ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადა, რამაც დასავლეთის გამოღვიძება განპირობა. თუმცა მოსკოვის მთავარი მიზეზი ამა თუ იმ კანდიდატის დახმარების მიღმა, დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში უთანხმოების და გაურკვევლობის შეტანა იყო. ის ცდილობს დასავლური ინსიტუტების და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას და ამისთვის სწორედ ამ ინსტიტუტების გამჭირვალობას და გახსნილობას იყენებს. მოსკოვი ცდილობს ადგილობრივი უკმაყოფილებების გაღვივებას მედია საშუალებების “სპუტნიკის” და “რაშა თუდეის” მეშვეობით, რომლებიც ცრუ ინფორმაციის 24/7-ზე ავრცელებენ და მას ასაღებენ როგორც “ალტერნატიულ ხედვას”.

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული, რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერებასთან და ავტორიტარიზმში ჩაფლობასთან ერთად საინფორმაციო სტრატეგიაც უფრო დაიხვეწა. კრემლის მიერ შიდა მოხმარებისთვის შექმნილი ისტორიები და გადაცემები, ახლა უკვე დასავლელი მაყურებლის დაბნევასაც ცდილობს. პუტინის მოსკოვი, როგორც პომერანცევი წერს, შესაძლოა „დილით თავს როგორც ოლიგარქია ისე გრძნობდეს, შუადღისას როგორც დემოკრატია, საღამოს როგორც მონარქია და ღამით როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო“.

ჩვენ დეზინფორმაციას ვერასდროს ვერ შევაჩერებთ, ეს ყოველდღიურობაა, ჩვენ ვერ შევცლით იმას, რომ სხვა ხალხი სხვა იდეებით შეეცდება თავიანთი პოლიტიკის გავრცელებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ის რაც ხდება, შევქმნათ გამჭირვალე გარემო
კურტ ვოლკერი

“ჩვენ დეზინფორმაციას ვერასდროს ვერ შევაჩერებთ, ეს ყოველდღიურობაა, ჩვენ ვერ შევცლით იმას, რომ სხვა ხალხი სხვა იდეებით შეეცდება თავიანთი პოლიტიკის გავრცელებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ის რაც ხდება, შევქმნათ გამჭირვალე გარემო იმის საჩვენებლად თუ ვინაა ამ ნარატივის უკან, ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ხალხს, რათა თავად განსაჯონ და ვუზრუნველყოთ ჩვენი ლიდერების და ინსტიტუტების ერთიანობა“, - ამბობს მაკკეინის ინსტიტუტი, აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.

პუტინის მოსკოვი, როგორც პომერანცევი წერს, შესაძლოა „დილით თავს როგორც ოლიგარქია ისე გრძნობდეს, შუადღისას როგორც დემოკრატია, საღამოს როგორც მონარქია და ღამით როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო“.

ევროპაში მოსკოვი ცდილობს მოკავშირე პოლიტიკოსების და პარტიების მოძიებას, მათ ფინანსურად ეხმარება და მათი ოპონენტების წინააღმდეგ კიბერ-შეტევებს ახორციელებლს. რადიკალი მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები რუსეთის სახით მოკავშირეს ხედავენ და მიუხედავად მათი მხარდაჭერის სიმწირისა, პერიოდულად (მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში) ისინი ახერხებენ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკური თამაშის შეცვლას. კრემლი საფრანგეთის არჩევნებში ჩარევასაც შეეცადა, თუმცა ფრანგული მხარე რუსულ დეზინფორმაციას მომზადებული შეხვდა. ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პუტინთან ერთად პრესკონფერენციაზე "რაშა თუდეის" და "სპუტინკის" „გავლენის აგენტები“ უწოდა.

ევროპაში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში პუტინის მხარდაჭერას ხშირ შემთხვევაში იდეოლოგიური საფუძვლები აქვს. ის ადამიანები. რომლებიც სოციალურად კონსერვატიული არიან, „ანტი-ამერიკული“ განწყობები აქვთ თუ სტალინი მოწონთ ხშირად პუტინს უჭერენ მხარს. რუსეთს დასავლეთის მედია ხშირად „კონსერვატიულს“ და „ტრადიციულს“ უწოდებს რაც იწვევს, იმას, რომ პუტინის რევანშისტული რეჟიმის განხილვა ცივილიზაციურ ჩარჩოში ხდება - რაც რეალურ პრობლემისგან გვაშორებს.

მსოფლიოში დასავლეთის და ამერიკის როლს კლებასთან ერთად, პუტინმა გადაწყვიტა მას ეზრუნა იდეებზე. კრემლი ინტელექტუალური გავლენის მქონე ადამიანებს იყენებს, ეხმარება კვლევით ინსტიტუტებს, პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიურ და სოციალურ მოძრაობებს მსოფლიოს გარშემო.

რუსეთი ქმედებების და საფრთხის მიღმა, ასევე იდეოლოგიურ გამოწვევას წარმოადგენს
ბენჯამინ ჰადადი

“საჭიროა იდეოლოგიურ თავდასხმაზე გადასვლა“, - ამბობს ბენჯამინ ჰადადი, ჰადსონის ინსიტიტუტიდან, „ვინაიდან რუსეთი ქმედებების და საფრთხის მიღმა, ასევე იდეოლოგიურ გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ გამყოფ ხაზზე: ღია - დახურული საზოგადოების წინააღმდეგ, და მართალია, რომ მაგალითად თუ საფრანგეთს შეხედავ, ეს იდეოლოგიური პაკეტის ნაწილია --- თუ ვინმე ევროკავშირის წინაარმდეგია, დახურულ საზღვრებს ემხრობა, სოციალურად კონსერვატორია, ხშირ შემთხვევაში პუტინის უჭერს მხარს. მე ვფიქრობ, რომ მაკრონის წარმატების ერთ-ერთი მიზეზ იყო ღია საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა, ევროკავშირის უპირატესობების ჩვენება - რამაც პუტინისტური სტრატეგიის წინააღმდეგ იმუშავა”.

მაშინ, როდესაც დასავლეთი საკუთარი თავის კრიტიკულია, კითხვებს სვამს მის როლზე მსოფლიოში, რუსეთი ამ გაურკვევლობით სარგებლობს. ევროპის ქვეყნები და ამერიკა ჯერ ისევ ვერ თანხმდებიან, იმაზე თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის საინფორმაციო ომს. ამერიკის არჩვენების შემთხვევამ, გვაჩვენა, რომ შესაძლოა კრემლის პოლიტიკამ ძალზედ სწრაფად მოახერხოს ცალკეული პოლიტიკის თუ ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა. მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანია მთავრობებმა დასავლეთში უნდა უპასუხონ შიდა უკმაყოფილებას, ეცადონ მათ მოგვარებას, ასევე საჭიროა, რომ მათ ქონდეთ ბერკეტები გარე ძალის მხრიდან, მსგავსი არატრადიციული შეტევებისგან თავი დაიცვან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG