ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ალტ ინფო“ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს ამართლებს


რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილ მშვიდობიან უკრაინელებს, პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში კრძალავენ
რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილ მშვიდობიან უკრაინელებს, პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში კრძალავენ

უკრაინაში, პუტინის საზარელი ომი გრძელდება, პუტინის ოკუპანტები ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, მშვიდობიან მოქალაქეებს ყოველდღე ხოცავენ. პირდაპირი სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლით ბომბავენ ქალაქებს. ანგრევენ და წვავენ განურჩევლად ყველაფერს: საავადმყოფოებით და საცხოვრებელ კორპუსებით დაწყებული, თეატრებით, სტადიონებითა და ეკლესიებით დამთავრებული.

ამ ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე ისევ მაუწყებლობს, გამოკვეთილად პუტინისტური არხი „ალტ ინფო“, სადაც პუტინის ომის დანაშაულს მხოლოდ მიესალმებიან და უკრაინელი ერის გენოციდს მხარს ღიად უჭერენ.

"ალტ-ინფო" ომის დამნაშავე პუტინს და რუსს ოკუპანტებს ღიად უჭერს მხარს
"ალტ-ინფო" ომის დამნაშავე პუტინს და რუსს ოკუპანტებს ღიად უჭერს მხარს

ქართველი პუტინისტები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ამართლებენ და იმუქრებიან, რომ საქართველოსაც უკრაინის ბედი მოელის, თუ ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსზე უარს არ იტყვის და ისევ "დედა რუსეთის" წიაღს არ დაუბრუნდება.

„ახლა საქართველოსთვის რუსეთის საინფორმაციო, პროპაგანდისუტული არხები მეტად საფრთხის შემცველია. ასეთი არხების მაუწყებლობა უნდა გაკონტროლდეს"
ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი

„ახლა საქართველოსთვის რუსეთის საინფორმაციო, პროპაგანდისტული არხები მეტად საფრთხის შემცველია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ.

„მე ვთვლი, რომ ასეთი არხების მაუწყებლობა უნდა გაკონტროლდეს და ამას დემოკრატიის ნაკლებობასთან საერთო არაფერი არ აქვს.

ზოგადად არ ვიყავი ამგვარი არხების ჩახშობის მომხრე მშვიდობიან პერიოდში, მაგრამ ახლა როცა, რუსეთმა პირდაპირ ომი დაიწყო უკრაინაში, თან ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამის გაკეთება აუცილებელია“ - ამბობს ანდრო გოცირიძე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი 24 მარტს იმსჯელებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) საჩივარზე. GDI-მ სარჩელით კომისიას, 4 მარტს მიმართა და სწორედ იმ მიზეზით, რომ „ალტ ინფო“ ომის დანაშაულს ამართლებს, პროპუტინისტული არხის სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვა.

„კომისია ან იტყვის, რომ უკრაინაში ბავშვების, ფეხმძიმე ქალების, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას და ზოგადად რუსეთის მიერ დაწყებულ ომს განაჩენი სჭირდება მათთვის დანაშაულად რომ მიიჩნიონ, რითაც საუკუნოდ ჩამოურეცხავ ნაგავს წაიყრიან თავზე და ისტორიას ასე შემორჩებიან. ან, დააკმაყოფილებენ საჩივარს“ - აღნიშნა „დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა.

რუსი ოკუპანტების მიერ მიწასთან გასწორებული მარიუპოლი
რუსი ოკუპანტების მიერ მიწასთან გასწორებული მარიუპოლი
რუსმა ოკუპანტებმა უკვე ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა უკვე ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს

იურისტების აზრით, პუტინის რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევაა.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვთქვათ, აშშ-ში ჰიტლერული პროპაგანდა ყოფილიყო, გასული საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში, როცა მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა?“
დავით სიხარულიძე, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი

„უნდა იყოს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ასეთი აშკარად გამოხატული პროპუტინისტური პროპაგანდა შეჩერდეს, ასეთ პოლიტიკას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ვერ ვხედავთ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში დავით სიხარულიძემ.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვთქვათ, აშშ-ში ჰიტლერული პროპაგანდა ყოფილიყო, გასული საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში, როცა მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ეს ხომ წარმოუდგენელია?“ - კითხულობს სიხარულიძე.

ღიად პროპუტინისტური არხი „ალტ ინფო“ ინტერნეტ სივრცეში 2017 წლიდან არსებობს, საჯარო რეესტრში 2019 წლის იანვარში დარეგისტრირდა. საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია 2020 წლის ნოემბერში მიიღო, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლება კი კომუნიკაციების კომისიამ, 2021 წლის სექტემბერში მისცა. სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, რაც პრორუსულმა დაჯგუფებამ თბილისის ცენტრში არნახული ძალადობის ორგანიზება მოახდინა.

დავით სიხარულიძე რუსული დეზინფორმაციის მანქანის თაობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

„ალტ ინფოს“ მფლობელები, სხვა წარუმატებელი რუსული პროექტებიდან: „პატრიოტთა ალიანსიდან“, „ქართული მარშიდან“ და „ერიდან“, სხვადასხვა დროს წამოსული ან გამოშვებული აქტივისტები არიან, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც.

ანტიდასავლური „ალტ ინფო“ მჭიდრო არის დაკავშირებული Русский Мир-ის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინთან, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსული ტანკებით თბილისის დანგრევა-ოკუპაციას ითხოვდა; 2021 წლის 5 ივლისს, კი ღიად მიესალმა, პუტინისტების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვას.

მაშინ პროპუტინისტულმა და ძალადობრივი ჯგუფებმა თბილისის ცენტრში ჩაშალეს „ღირსების მარში“. სასტიკად გაუსწორდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს, დალეწეს ოფისები, დაწვეს ევროკავშირის დროშები. სასამართლო პროცესები ამ ძალადობასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს.

დუგინის "ახალი პარტია" მოსკოვს მიემგზავრება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00

შსს-მ, რომელიც 5 ივლისის ძალადობის აღკვეთისას, სრულიად დეორგანიზებული იყო, (დედაქალაქის ცენტრზე დაკარგა რამდენიმე საათით კონტროლი), ძალადობის ორგანიზატორი, „ალტ ინფოს“ არცერთი ლიდერი არ დააკავა.

უფრო მეტიც, 2021 წლის დეკემბერში, „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებამ უპრობლემოდ გაატარა „ალტ ინფო“, პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციაში. ბოლო ხუთ თვეში, პუტინისტებმა საქართველოს ქალაქებში 60-ზე მეტი "პარტიული" ოფისი გახსნეს.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის ფონზე, საქართველოში პრორუსული პარტიის ოფისები გახსნას მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებს. მათ დაახურინეს ოფისები შუახევში, ოზურგეთსა და ხულოში, საპასუხოდ „ალტ ინფო“ ძალადობას განაგრძობს. მოძალადე ჯგუფი ისევ თავს ესხმის მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს, სხვა პოლიტიკური პარტიების ოფისებს.

პუტინისტები სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ღიად ემუქრებიან, შსს-ს ისევ არავინ დაუკავებია
პუტინისტები სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ღიად ემუქრებიან, შსს-ს ისევ არავინ დაუკავებია

ასეთი შემთხვევები იყო მესტიაში, ოზურგეთში, ხონში, ახალციხეში, მარნეულში, სადაც პუტინისტები ადგილობრივ აქტივისტ სამირა ბაირამოვას ღიად დაემუქნენ, შემდეგ კი „ნაცმოძრაობის“ ოფისი გადაღებეს. შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

„ალტ ინფო ამზადებს იდეოლოგიურ-პარტიულ სტრუქტურას შემდგომი საოკუპაციო რეჟიმისთვის. ეს არ უნდა დარჩეს სპეცსამსახურებს ყურადღების მიღმა და კანონის ფარგლებში უმკაცრესად უნდა იქნას აღკვეთილი"

„სწორედ ასეთი ორგანიზაციების შეკვრა და ჩამოყალიბება არის წინაპირობა საქართველოში რუსეთის შემოჭრისა“ - ამბობს უსაფრთხოების სპეციალისტი, წარსულში საგარეო დაზვერვის თანამშრომელი ანდრო გოცირიძე.

მისი თქმით, „ალტ ინფო ამზადებს იდეოლოგიურ-პარტიულ სტრუქტურას შემდგომი საოკუპაციო რეჟიმისთვის. ეს არ უნდა დარჩეს ჩვენს სპეცსამსახურებს ყურადღების მიღმა და კანონის ფარგლებში უმკაცრესად უნდა იქნას აღკვეთილი, ეს უნდა მოხდეს ახლავე, სანამ გვიან არ არის“ - ამბობს გოცირიძე.

კომუნიკაციების კომისიას ძალადობრივი, ანტიდასავლური და ჰომოფობიური „ალტ ინფო“ მხოლოდ ერთხელ ჰყავს დაჯარიმებული - 2500 ლარით, „უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების“ გამო. ისიც, მას შემდეგ, რაც კომისიას ომბუდსმენის ოფისმა მიმართა.

უკრაინელი დევნილები რუსი კუპანტების მიერ დანგრეული ქალაქიდან გარბიან
უკრაინელი დევნილები რუსი კუპანტების მიერ დანგრეული ქალაქიდან გარბიან
განადგურებული მარიუპოლის თეატრი, სადაც ათასობით ბავშვი და ქალი აფარებდა თავს. პუტინის ომის დამნაშავეებმა თეატრის შენობა, რომლის წინ და უკან, რუსულ ენაზე, დიდი ასოებით ეწერა "ბავშვები" მიზანმიმართულად დაბომბეს
განადგურებული მარიუპოლის თეატრი, სადაც ათასობით ბავშვი და ქალი აფარებდა თავს. პუტინის ომის დამნაშავეებმა თეატრის შენობა, რომლის წინ და უკან, რუსულ ენაზე, დიდი ასოებით ეწერა "ბავშვები" მიზანმიმართულად დაბომბეს

XS
SM
MD
LG